ღაზის სექტორში საწვავის დეფიციტი გავლენას ჯანდაცვის სფეროზეც ახდ

108036
ღაზის სექტორში საწვავის დეფიციტი გავლენას ჯანდაცვის სფეროზეც ახდ


ღაზის სექტორში შექმნილი საწვავის დეფიციტი უკვე გავლენას ჯანდაცვის სფეროზეც ახდენს. გაეროს საგანგებო ვითარებათა საკოორდინაციო ცენტრში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საწვავის პრობლემა სახელმწიფო საავადმყოფოებზე უარყოფით გავლენას ახდენს. აქვე ნათქვამია, რომ საავადმყოფოები დღეში 8 ათას ლიტრ დიზელის საწვავს მოიხმარენ, თუმცა მათი რეზერვები მხოლოდ 20%-ითაა შევსებული.

განცხადების მიხედვით, რეზერვების შემცირების გამო გაუქმებული იქნა ქირურგიული ოპერაციები და სასწრაფო დახმარების მანქანების შემთხვევის ადგილზე გასვლა 50%-ით შემცირდა. აქვე ასევე აღნიშნულია, რომ ღაზაში მდებარე საავადმყოფოებში უმაღლეს ზღვარს მიაღწია მედიკამენტების დეფიციტმა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ქრონიკული დაავადებებისათვის ერთ ნახევარი მილიონი დოლარის მედიკამენტები შეიძინა, თუმცა მათი საავადმყოფოებისათვის მიწოდებას კვირეები დასჭირდება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ღაზაში მდებარე საავადმყოფოები საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან დახმარებას ითხოვენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები