ბულგარეთმა სამხრეთ დინების ბუნებრივი აირის პროექტი შეაჩერა

88211
ბულგარეთმა სამხრეთ დინების ბუნებრივი აირის პროექტი შეაჩერა


ბულგარეთმა ევროკომისიის გაფრთხილების შესაბამისად სამხრეთ დინების ბუნებრივი აირის პროექტი შეაჩერა.

ბულგარეთის პრემიერმა პლამენ ორეშარსკიმ განაცხადა, რომ ევროკომისიასა და მის ქვეყანას შორის ამ თემის დაზუსტებამდე პროექტს და მშენებლობას შეაჩერებენ. მისი თქმით, ევროკომისიასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობისას სამხრეთ დინების მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის შეჩერების მითითება გასცა და გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების მიმდინარეობის მიხედვით მიიღებენ.

ევროკომისიამ ბულგარეთის მთავრობას, იმის გამო, რომ პროექტის ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ იყო, მისი შეჩერება რამდენიმე ხნის წინ მოსთხოვა, თუმცა კოალიციის დიდმა პარტნიორმა ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ ამ მოთხოვნას ყურადღება არ მიაქცია.

ევროკომისიამ 3 ივნისს ბულგარეთის წინააღმდეგ დარღვევის პროცედურა დაიწყო და ქვეყანას მოუწოდა შეაჩეროს პროექტთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები