მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა რეკორდულია

გასულ წელში მათი რიცხვი 8 მილიონ 200 ათასით გაიზარდა

67989
მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა რეკორდულია



მსოფლიოს მაშტაბით სამოქალაქო ომების გამო იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა გასულ წელში 8 მილიონ 200 ათასით გაიზარდა და რეკორდულ რიცხვს, 33 მილიონს მიაღწია.

ეს მონაცემი შესულია გაეროს უმაღლესი კომისარიატისა და ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ლტოლვილთა კრიზისმა 1990 წლიდან დღემდე ყველაზე სერიოზულ მაშტაბებს მიაღწია და სამოქალაქო ომის გამო იძულებით გადაადგილებულთა სათავეში სირიელები დგანან. 8 მილიონ 200 ათასი ადამიანიდან, რომლებმაც გასულ წელში საცხოვრებლები დაკარგეს, სამ ნახევარი მილიონი სირიელია.

სირიის სამოქალაქო ომის შედეგად 4 წლის მანძილზე ექვს ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მიატოვა საცხოვრებელი. სტატისტიკის მიხედვით, სირიაში ყოველ ერთ წუთში ერთი ოჯახი ცდილობს გაექცეს სამოქალაქო ომს.

ანგარიშის მიხედვით, რომელიც 58 ქვეყანას მოიცავს, სირიასთან ერთად იძულებით გადაადგილება ყველაზე ხშირად ხდება ასევე კოლუმბიაში, ნიგერიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სუდანში.

გაეროს ჟენევის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ ამ ციფრებმა საჭიროა ყველა შეაშფოთოს და ყველას მოვალეობაა ეს დაასრულოს.

ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა ჟან ეგლანდმა კი აღნიშნა, რომ ეს ვითარება 1990-იან წლებზე უარესია, როდესაც რუანდასა და ბოსნიაში 28 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები