ალი ბაბაჯანი პარიზში OECD-ს შეკრებას დაესწრო

მან OECD-ს თურქეთის მუდმივ წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრები შეაფასა

64277
ალი ბაბაჯანი პარიზში OECD-ს შეკრებას დაესწრო

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს შეკრებაზე დასასწრებად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მყოფმა თურქეთის ვიცეპრემიერმა ალი ბაბაჯანმა OECD-ს თურქეთის მუდმივ წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრები შეაფასა.

ეკონომიკის ზრდის პროგნოზის რევიზირების საკითხზე ბაბაჯანმა დასძინა, რომ ჯერ კიდევ დაკვირვებაა საჭირო და დაამატა, რომ გასულ წელში ზოგიერთი წრეების დაბალი პროგნოზის საპირისპიროდ თურქეთის ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა.

ბაბაჯანმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის თაობაზე შეფასებებს კიდევ რამოდენიმე თვის შემდეგ გააკეთებენ და OECD-ს თურქეთთან დაკავშირებული შეფასება ზოგადად ბალანსირებულია. თურქეთის ვიცეპრემიერი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს შეკრებაზე გლობალურ ეკონომიკასთან დაკავშირებით გაკეთებულ ზოგად შეფასებებს შეეხო და დასძინა, რომ მსოფლიო ეკონომიკა 2014 წელში უკეთეს პერფორმანსს აჩვენებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები