ალიევი: „ქალაქი ზენგილანი და რაიონის 6 სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლებულია“

ალიევი: „ქალაქი ზენგილანი და რაიონის 6 სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლებულია“

1512640
ალიევი: „ქალაქი ზენგილანი და რაიონის 6 სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლებულია“

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქალაქი ზანგილანი და რაიონის 6 სოფელი, ფუზულის, ჯაბრაილის და ხოჯავენდის 18 სოფელი სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულია. აიევმა ამის შესახებ ერისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. „ფუზულის რეგიონის სოფლები: დორდჩინარი, კურდლერი, იუქარი აბდულრაჰმანლი, ქარგაბაზარის, აშაღი ვეისალი, იუქარი აიბასანლი; ჯაბრაილის რაიონის სოფლები: სარაფშა, ჰასანქაიდი, ფუგანლი, იმამგაღი, თაშვეისალი, აქთეფე, იერაჰმედლი; ხოჯავენის რეგიონის : აღჯაქანდი, მულქუდერე, თაშბაში, გუნეშლი, ვანგის სოფლები სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულია,“ განაცხადა ალიევმა სატელევიზიო მიმართვაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სოფელ ვანგს სახელი შეუცვალა და ჩინარლი დაარქვა.



მსგავსი ინფორმაციები