თურქული პრესა 18.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2129164
თურქული პრესა 18.04.2024

თურქული პრესა 18.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: „ერდოღანი: ჩვენ დავიცავთ პალესტინის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის ნებისმიერ შემთხვევაში“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელმა, რომელმაც ღაზაში 14 ათასი ბავშვი მოკლა, ჰიტლერსაც კი გადაასწრო. მისივე თქმით, ისინი გაბედულად დაიცავენ პალესტინის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის ნებისმიერ შემთხვევაში.

Yeni Şafak: "ერდოღანი, ჰამასი არის წინააღმდეგობის მოძრაობა ოკუპანტი ისრაელის წინააღმდეგ"

პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰამასი არის წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც იცავს პალესტინის მიწებს ოკუპანტი ისრაელისგან. ჰამასმა დააფასა ერდოღანის მხარდაჭერა პალესტინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და მადლობა გადაუხადა თურქეთს.

Sabah: "ჰაქან ფიდანი: რეგიონში ერთადერთი მსხვერპლი ღაზის ხალხია"

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განცხადება გააკეთა ისრაელის მიერ პალესტინელების მიმართ გენოციდის პოლიტიკაზე და ბოლო მოვლენებზე. მინისტრმა ფიდანმა განაცხადა, რომ რეგიონში ერთადერთი მსხვერპლი ღაზის მოსახლეობაა და დაამატა: „როგორც რეგიონის ქვეყნებს, ჩვენ არ გვინდა, რომ მესამე მხარეებმა საკუთარი კონფლიქტები ამ ტერიტორიაზე გადმოიტანონ“.

Star: "ჰაქან ფიდანი ისმაილ ჰანიეს შეხვდა"

საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი კატარში ვიზიტის ფარგლებში ჰამასის პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარეს ისმაილ ჰანიეს შეხვდა. შეხვედრაზე ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების, ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების საკითხები განიხილეს.

Hürriyet: "თურქეთი არ დათანხმდება საბერძნეთის მიერ საზღვაო პარკის გამოცხადებას"

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) სპიკერმა ომერ ჩელიქმა განაცხადა, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ საბერძნეთის მიერ გარემოსდაცვითი საქმიანობის სახელით ეგეოსისა და იონიის ზღვების საზღვაო პარკებად გამოცხადების მცდელობას  და დაამატა: „საბერძნეთმა თავიდან უნდა აიცილოს ყველა ექსპლოატაცია. რეგიონი ვეღარ აიტანს მეტ დაძაბულობას და ძალადობას”.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები