თურქული პრესა 01.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2109445
თურქული პრესა 01.02.2024

თურქული პრესა 01.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: "ერდოღანი: ეკონომიკა ზედიზედ 14 კვარტალია იზრდება"

2023 წლის ზრდის მაჩვენებლების შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „თურქეთის ეკონომიკამ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას გასულ წელს 4,5 პროცენტიანი ზრდით, მიწისძვრისა და სხვა ნეგატიური მოვლენების მიუხედავად. ამრიგად, ჩვენი ეკონომიკა ზედიზედ 14 კვარტალია იზრდება. ამ მაჩვენებლებით (თურქეთი) ყველაზე მეტად მზარდი ქვეყანა გახდა ევროპაში“.

Star: "თურქეთი აგრძელებს ზრდის იმპულსს"

თურქეთი 2023 წელს წლიურ ბაზაზე 4,5 პროცენტით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში კი 4 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით. იგი გახდა მეორე ქვეყანა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს შორის და მესამე ქვეყანა G20-ის ქვეყნებს შორის.

Yenişafak: "ჩვენ SİHA-ს პირველ სამეულში ვართ"

თურქეთმა თავისი შიდა და ეროვნული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით/შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატებით უკან ჩამოიტოვა ისრაელი და რუსეთი, რომლებიც ამ სფეროში ერთ-ერთი მოწინავეები არიან. 2024 წლის მონაცემებით, რაოდენობის მიხედვით აშშ 11 ათას 500 ერთეულით პირველ ადგილზეა, ჩინეთი მე-2 ადგილზეა 3 ათას 300 ერთეულით, ხოლო თურქეთი მე-3 ადგილზეა 1000 ერთეულით.

Sabah "აშშ-დან F-16-ის შეთავაზების წერილი მოვიდა"

ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 40 ერთეული ახალი F-16 Block-70-ის შესყიდვისა და არსებული 79 ერთეული F-16-ის მოდერნიზაციისთვის აშშ-ის მიერ გამოგზავნილი „პროექტი წინადადება და მიღების წერილები“ ​​ სამინისტროში მივიდა და შესაბამისმა განყოფილებებებმა დაიწყო მათი განხილვა და შეფასება.

Habertürk: "თურქეთმა 10 საფეხურით წინ გადაინაცვლა"

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა, განაცხადა, რომ ბრენდების შეფასების საერთაშორისო ორგანიზაციის Brand Finance-ის მიერ მომზადებული გლობალური რბილი ძალის ინდექი 2024-ის მონაცემებით, თურქეთმა წინა წელთან შედარებით 10 საფეხურით წინ გადაინაცვლა და მე-18 ადგილზეა 193 ქვეყანას შორის მედიისა და კომუნიკაციის სფეროში.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები