თურქული პრესა 28.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2108364
თურქული პრესა 28.02.2024

თურქული პრესა 28.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: „ერდოღანი: 21 წლიანი მიღწევები ‘თურქეთის საუკუნის’ საძირკველია“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი დემოკრატიისა და განვითარების მიღწევებს, რომლებიც მათ ბოლო 21 წლის განმავლობაში მიიღეს, უყურებენ როგორც ‘თურქეთის საუკუნის’ საძირკველს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბოლო 21 წლის განმავლობაში თურქეთის ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა და მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა მოამზადეს გლობალური კონკურენციისთვის და იგივე წარმატებას მომავალ პერიოდშიც გამოავლენენ.

Hürriyet: "თურქეთი მომგებიანი და სანდო ადგილია ინვესტორებისთვის"

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ თურქეთი არის მომგებიანი და საიმედო ადგილი ინვესტორებისთვის თავისი კონკურენტული ბიზნეს გარემოთი, მიმზიდველი წამახალისებელი პაკეტებით, სტაბილური ფინანსური ინფრასტრუქტურით და მაკროეკონომიკური ბალანსით. მინისტრმა ქაჯირმა თქვა: „ყველა მეწარმე, რომელსაც სჯერა თურქეთის ნათელი მომავლის, გააგრძელებს თავისი ინვესტიციების ნაყოფის მიღებას“.

Yeni Şafak: "SİPER-ი თურქეთს 2024 წელს თავიდან ბოლომდე დაიცავს"

სამხედრო ელექტრონიკის ინდუსტრიის (ASELSAN) გენერალურმა დირექტორმა აჰმედ აქიოლმა განაცხადა, რომ ისინი წელს ინვენტარს დაამატებენ ადგილობრივ საჰაერო თავდაცვის სისტემა SİPER-ს. მან თქვა: „ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობით ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე თავდაცვის ფენას 2024 წელს დავასრულებთ“.

Star: „სომალელი მინისტრი: ჩვენსა და თურქეთს შორის შეთანხმება ისტორიაულია“

სომალის ინფორმაციის, კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა დაუდ ავეის ჯამამ განაცხადა, რომ ისინი დიდი ხანია ელიან მის ქვეყანასა და თურქეთს შორის თავდაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერას. სომალელმა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმება „ისტორიულ შეთანხმებად“ შეაფასა.

Sabah: „შერჩეული იქნა თურქული სამზარეულოს 25 საუკეთესო კერძი“

თურქული სამზარეულო დიდ ყურადღებას იპყრობს მთელ მსოფლიოში თავისი მდიდარი გემოთი, მრავალფეროვნებითა და კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც ჩამოყალიბდა მთელი ისტორიის მანძილზე. თურქული სამზარეულოს საუკეთესო კერძების დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ონლაინ ტურისტული გიდის TasteAtlas-ის მიერ, საკმაოდ საყურადღებოა. სიაში შედის თურქული სამზარეულოს 25 ყველაზე ორიგინალური, გემრიელი და პოპულარული კერძი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები