თურქული პრესა 27.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2107761
თურქული პრესა 27.02.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან. პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია: „სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ერდოღანს დაბადების დღე მიულოცა. სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.“

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციის შესახებ შეტანილ სარჩელზე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში თურქეთის სახელით, სიტყვით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აჰმედ ილდიზი გამოვიდა. ილდიზმა თქვა: „ისრაელი პასუხისმგებელი უნდა იყოს იმ ქმედებებზე, რომლებიც არღვევს ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო კანონებს“.

„კრემლიდან, პუტინის თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთს, 15-17 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეწვევა.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, ბერძნული პრესა აგრძელებს თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაში განვითარებულ მოვლენებზე ყურადღების გამახვილებას. ბერძნულმა პრესამ, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა თურქული წყალქვეშა ნავების მოდერნიზაცია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უფსკრული ორი ქვეყნის საზღვაო ფლოტებს შორის კიდევ უფრო ფართოვდება.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების საბჭო (TÜBİTAK),  რომელიც აწარმოებს კრიტიკულ ტექნოლოგიებს, მათ შორის კომპიუტერულ სისტემას და რომელიც არის თურქული პირველი მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავის KAAN-ის ტვინი, დაიწყო ახალი პროგრამის შემუშავება, რომელიც თვითმფრინავს რადარისგან უხილავს გახდის.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები