თურქული პრესა 21.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2105130
თურქული პრესა 21.02.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ანკარაში მყოფ ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ სურთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარება. ერდოღანმა თქვა: „ალბანეთმა მონაწილეობა მიიღო ისტორიის სწორ ნაწილში გაეროში პალესტინის კენჭისყრაში“. რამამ კი განაცხადა, რომ თურქეთი ალბანეთს მხარს უჭერს მრავალ საკითხში და ამის მადლიერია.

გაზეთი „Hürriyet“-ი ედი რამას განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ თქვა: „დადგა ცეცხლის შეწყვეტის დრო (ღაზაში). მძევლები უნდა გათავისუფლდნენ. თურქეთი ამ საკითხთან მიმართებაში და სამომავლო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელია“.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, თურქეთი დაარღვევს სტერეოტიპებს მსოფლიო ავიაციაში თურქი ინჟინრების მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფით. პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიო ავიაციაში საერთო ენის შემუშავების მცდელობებს, აღმოფხვრის მსოფლიოში ერთსა და იმავე სექტორში მოქმედი ორი უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის ნაკლოვანებებს.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობის (TUSAŞ) გენერალურმა მენეჯერმა მაჰმუთ ფარუკ აქშითმა განაცხადა, რომ ისინი აწარმოებენ უპილოტო საფრენი აპარატების ძრავებს უფრო მაღალი ტექნოლოგიით, ვიდრე მათი კონკურენტები და დაამატა: „ჩვენ გვყავს კონკურენტები მსოფლიოში, მაგრამ ჩვენი ძრავა მართლაც ძალიან მძლავრია და ყველა მათგანზე უკეთესია. ამიტომაც არის ის, სასურველი უცხოეთში, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ძრავია“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ პირველად აშშ-ის კონგრესმა აშშ-ში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე შტატში, სადაც ის ცხოვრობს, საზოგადოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ჰუსეინ ბაირამი მრავალი წელია აშშ-ში, თურქული კვების კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები