თურქული პრესა 16.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2103183
თურქული პრესა 16.02.2024

თურქული პრესა 16.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yenişafak "ერდოღანი: ვინც ეს გენოციდი ჩაიდინა, ისტორიის წინაშე დამნაშავედ გამოცხადდა"

ისრაელის რაფაჰის რეგიონზე თავდასხმებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „იმის თქმა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „წადით იმ რაიონში, ეს უსაფრთხოა“ და შემდეგ მათი დაბომბვა, შეესაბამება თუ არა ჰუმანიტარულ ღირებულებებს, ომის კანონს, საერთაშორისო კანონს და ადამიანის უფლებებს? კაცობრიობამ უნდა მოისმინოს ეს ძახილი რაც შეიძლება მალე. ისტორია განსჯის მათ, ვინც თვალი დახუჭა იმ ხალხის ხოცვაზე. ვინც ეს გენოციდი ჩაიდინა, უკვე გამოცხადდა დამნაშავედ ისტორიის წინაშე“.

Star: "ფიდანი: ევროკავშირმა უნდა დაასრულოს იდენტობის პოლიტიკა თურქეთისადმი მიდგომაში"

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა იფიქროს სტრატეგიულად და დაასრულოს იდენტობის პოლიტიკას თურქეთისადმი მიდგომაში და „თურქეთი-ევროკავშირის ურთიერთობები არ უნდა შეეწიროს ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკურ გათვლებს“.

Hürriyet: "თურქეთის შესახებ განცხადება სტოლტენბერგისგან"

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთი ნატოს სამხრეთ ფლანგისთვის მნიშვნელოვანი მოკავშირეა.

Habertürk: "კოსმოსურ მოგზაურობაში ახალი ნაბიჯები ახალი გუნდით ჩქარდება"

თურქეთმა წარმატებით შეასრულა თავისი პირველი პილოტირებული კოსმოსური მისია, მეორე პილოტირებული კოსმოსური მისია აპრილში და მთვარეზე გადასვლა კი 2026 წელს იგეგმება.

Sabah: "თურქეთმა 2024 წლის მსოფლიოს უძლიერესი საჰაერო ძალების სიაში წინ გადაინაცვლა"

მსოფლიოს უძლიერესი არმიების შემდეგ, თურქეთი ამერიკული ვებგვერდის Global Firepower-ის მიერ გავრცელებულ სიაში ორი ადგილით დაწინაურდა და 80 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები