თურქული პრესა 15.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2102532
თურქული პრესა 15.02.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეგვიპტელ კოლეგას აბდულ-ფათაჰ ალ-სისის 12 წლის შემდეგ კაიროში ვიზიტის დროს შეხვდა. ერდოღანმა თქვა: „ჩვენ სავაჭრო მოცულობას 15 მილიარდ დოლარამდე გავზრდით“. ალ-სისიმ განაცხადა, რომ თურქეთს ეწვევა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთში რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავზე დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს, 32 მილიონ 56 ათასს მიაღწია. 2023 წლის ბოლო თვეში დასაქმებულთა მაჩვენებელი 48,8 პროცენტი დაფიქსირდა, როგორც ყველაზე მაღალი ბოლო 19 წლის განმავლობაში.

„ანკარას მოლოდინები აშშ-სგან“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ონჯუ ქეჩელმა შეაფასა აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა შვედეთის ნატოში გაწევრიანებისა და F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების შესყიდვის პროცესის შემდეგ. ქეჩელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ურთიერთობების სიღრმის შემცირება არასდროს ყოფილა. ქეჩელმა განაცხადა, რომ აშშ-სგან მოლოდინი არის ტერორისტულ ორგანიზაცია PKK-თან ურთიერთობის შეწყვეტა.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, პალესტინის ინიციატივის პრესსპიკერმა თულაი გოქჩიმენმა განაცხადა, რომ ბოიკოტის კამპანია ისრაელის პროდუქციის წინააღმდეგ, რომელიც მთელს მსოფლიოში ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შემდეგ, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, მასიური გახდა. გოქჩიმენის თქმით, ბოიკოტის შემდეგ დიდი ტენდენცია შეინიშნება თურქული პროდუქციების მიმართ.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ ვიზიტორთა და დაჯავშნის მაჩვენებლები კარგად მიდის ახალ წელს. ერსოიმ თქვა: „იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის მიზნებს, 60 მილიონი ტურისტი და 60 მილიარდი დოლარი წარმატებით მივაღწევთ“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები