თურქული პრესა 13.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2101386
თურქული პრესა 13.02.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გუშინდელი მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ თავის განცხადებაში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მოლაპარაკებებზე, მათი მოთხოვნის დადებითად შეფასების გამო მოხარული არიან.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ანკარამ რაფაზე ისრაელის თავდასხმები მკაცრად დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „შეშფოთებულები ვართ ისრაელის მზარდი თავდასხმებით ქალაქ რაფაზე, ღაზას სექტორში მომხდარი ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. ჩვენ განვიხილავთ ამ ოპერაციას, როგორც ღაზას ხალხის საკუთარი მიწებიდან განდევნის გეგმის ნაწილად“.

„ალფერ გეზერავჯის სამშობლოში დაბრუნდა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პირველი ასტრონავტი ალფერ გეზერავჯი კოსმოსური მისიის შესრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. იგი, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც მიიღო.

გაზეთი „Vatan“-ი აბდულქადირ ურალოღლუს, უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ ყველა უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის თურქეთის ეროვნული უპილოტო საფრენი აპარატები (İHA) შეიძლება კონტროლდებოდეს Türksat-ის თანამგზავრების საშუალებით.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა გასული წლის დეკემბრის უმუშევრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. თურქეთში უმუშევრობის დონე ერთნიშნა რიცხვზე დარჩა და დეკემბერში 8,8 პროცენტს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები