თურქული პრესა 12.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2100905
თურქული პრესა 12.02.2024

თურქული პრესა 12.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yeni Şafak: "ერდოღანი, ჩვენ კიდევ უფრო დავაჩქარებთ ურბანული ტრანსფორმაციის პროცესს"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2023 წლის 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშის ცენტრში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ისინი სწრაფად აგრძელებენ სამუშაოებს რეგიონის აღორძინების მიზნით. ერდოღანმა თქვა, რომ ისინი კიდევ უფრო დააჩქარებენ ურბანული ტრანსფორმაციის პროცესს.

Hürriyet: "ერდოღანი: ჩვენ არ დავუშვებთ დაუცველობის ატმოსფეროს"

პრეზიდენტი ერდოღანი გამოეხმაურა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) წინასაარჩევნო კამპანიის დროს სტამბოლის ქუჩუქჩექმეჯეს მერობის კანდიდატ აზიზ იენიაიზე შეიარაღებულ თავდასხმას. მან აღნიშნა: "ჩვენ არ დავუშვებთ თურქეთში დაუცველი გარემოს შექმნის მცდელობებს".

Star: „პენტაგონი: თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა დოქტრინები თავდაყირა დააყენეს“

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის (პენტაგონის) ოფიციალურმა პირებმა შეაქეს თურქეთის თავდაცვის ინდუსტრია. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს: „ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალს თურქეთის შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების ინოვაციურ განვითარებას. თურქულმა უპილოტოებმა თავდაყირა დააყენეს სახმელეთო ომების წერილობითი დოქტრინები“.

Sabah: "თურქეთში მეცნიერ ქალთა მაჩვენებელი ევროპასა და OECD-ზე მაღლა დგას"

თურქეთის უნივერსიტეტებში ქალი მეცნიერების მაჩვენებელი 46,4 პროცენტამდე გაიზარდა. ამგვარად, თურქეთმა გადააჭარბა ევროპისა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში მეცნიერ ქალთა საშუალო 43 პროცენტს.

Haber Türk: "სტამბოლის ბირჟამ 2024 წელს მწვერვალს მიაღწია "

სტამბოლის ბირჟაზე BIST 100 ინდექსმა წლის დასაწყისიდან 21,1 პროცენტიანი შემოსავლით მსოფლიოს მთავარ ინდექსებს გადააჭარბა. BIST 100 ინდექსს, რომელიც აგრძელებს რეკორდული დონის გაუმჯობესებას, მოჰყვება იაპონური Nikkei 225 ინდექსი 10,3 პროცენტით.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები