თურქული პრესა 07.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2098625
თურქული პრესა 07.02.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ქაჰრამანმარაშში მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლების აღდგენის შემდეგ მესაკუთრეებზე  გადაცემის ცერემონიაზე განცხადება გააკეთა. „ჩვენ არ დავივიწყებთ არცერთ გმირს, ვინც მსხვერპლად გაიღო და ზეადამიანური ძალისხმევით მიაღწია მიწისძვრის ზონას ძალიან მკაცრი ზამთრის პირველ დღეებში“, განაცხადა ერდოღანმა. ცერემონიაზე 9 ათას 289 სახლი გადაეცა.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს არ სურს რაიმე კონფლიქტი ლიბიაში. „ჩვენ გადავწყვიტეთ გავხსნათ გენერალური საკონსულო ბენღაზში, მალე გავხსნით მას,“ განაცხადა ფიდანმა.

გაზეთ „Vatan“-ის მიხედვით, თურქული ორაგულის ექსპორტი აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან იანვარში წლიური მაჩვენებლით 59 პროცენტით გაიზარდა და 11 მილიონ 240 ათას 719 დოლარს მიაღწია.

გაზეთ „Sabah“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „TÜİK-მა თურქეთის მოსახლეობის რაოდენობა გამოაცხადა“, და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TÜİK) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობა 2023 წელს წინა წელთან შედარებით 92 ათას 824 ადამიანით გაიზარდა და 85 მილიონ 372 ათას 377 ადამიანს მიაღწია.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ ამერიკულმა საკრედიტო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა იწინასწარმეტყველა, რომ კაპიტალის ნაკადები 9 უმსხვილეს განვითარებად ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, წელს მიაღწევს 200 მილიარდ დოლარს, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დონე იქნება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები