თურქული პრესა 01.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2096071
თურქული პრესა 01.02.2024

თურქული პრესა 01.02.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: „ფიდანი: მონტრეს კონვენცია აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც რეგიონის უსაფრთხოების გარანტი“

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა, რომელსაც დიპლომატიური შეხვედრები ჰქონდა რუმინეთში გუშინ, განაცხადა, რომ თურქეთი აგრძელებს მონტრეს სრუტის კონვენციის მიუკერძოებლად და ზედმიწევნით განხორციელებას და დაამატა: „მონტრეს კონვენცია აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც რეგიონის უსაფრთხოების გარანტია“.

Star: „ალთუნმა Die Presse-ში სტატია გამოაქვეყნა“

ავსტრიულ გაზეთ Die Presse-სთვის დაწერილ სტატიაში პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა, რომ დღევანდელი თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც არის მოთამაშე არა მხოლოდ საკუთარ საზღვრებში, არამედ რეგიონულ და გლობალურ დონეზე, არის ქვეყანა, რომელიც შლის მის წინააღმდეგ შემნილ თამაშებს და აქტიურ როლს თამაშობს პრობლემებისა და კრიზისების გადაჭრაში.

Hürriyet: „მინისტრი ურალოღლუ: უკრაინის მთლიანობა და უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ გუშინ სტამბოლში გამართულ „უკრაინის აღდგენის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „უკრაინის მთლიანობა და უსაფრთხოება ჩვენთვის აბსოლუტურად მნიშვნელოვანია და ჩვენმა პრეზიდენტმა ამ წერტილში ძალიან მკაფიო ნება გამოავლინა. ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა და უკრაინის მთლიანობა მოკლე დროში იქნება მიღწეული“.

Sabah: „მინისტრმა ერსოიმ ციფრები გამოაცხადა“

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „2023 წელი იყო რეკორდული ტურიზმში 56.7 მილიონი ვიზიტორით, დღეში 99 დოლარი თითოეულ ტურისტზე შემოსავლით და 54.3 მილიარდი დოლარის მთლიანი შემოსავლით. ჩვენ გავაგრძელებთ 2024 წლის მიზნებს იგივე ზრდის ტემპით“.

Vatan: „სტამბოლის აეროპორტი ევროპის სათავეშია“

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, სტამბოლის აეროპორტი გახდა ყველაზე დატვირთული აეროპორტი ევროპაში 15-21 იანვარს დღეში საშუალოდ 1301 რეისით.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები