თურქული პრესა 15.01.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2088643
თურქული პრესა 15.01.2024

თურქული პრესა 15.01.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: „ერდოღანი ელ ნაჰიანს ესაუბრა“

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს ტელეფონით ესაუბრა. ალ ნაჰიანმაა ერდოღანს ჯარისკაცებზე განხორციელებული ტერაქტის გამო მიუსამძიმრა. მათ ასევე ისაუბრეს ტერორიზმის წინააღმდეგ თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობაზე.

Yeni Şafak: "სოციალური მედიის მომხმარებლებმა აშშ გულწრფელად არ მიიჩნიეს"

ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მხარდამჭერი და დამფინანსებელი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებულ განცხადებაში სამძიმარი გამოუცხადეს ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპული თურქი ჯარისკაცების ოჯახებსა და ახლობლებს. აშშ-ს განცხადების შემდეგ მოქალაქეებმა მკაცრად გააკრიტიკეს PKK-ს მხარდამჭერი და მას „არაგულწრფელი“ უწოდეს.

Star: "საჰაერო ოპერაცია სირიასა და ერაყში"

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყსა და სირიის ჩრდილოეთით ტერორისტების სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციები განახორციელეს. განადგურდა 24 სამიზნე, მათ შორის პასუხისმგებელი დონის ტერორისტები.

Hürriyet: "თურქეთის საჰაერო ოპერაცია მსოფლიოში პრესაში"

თურქეთის საჰაერო ოპერაციები, რომლების დროსაც მან გაანადგურა ტერორისტული სამიზნეები სირიასა და ერაყში, ფართოდ გაშუქდა მსოფლიო პრესაში. მედია ორგანიზაციების ცნობით, ბევრი ტერორისტი იქნა განეიტრალებული. გაზეთები წერდნენ, რომ თურქულმა სამხედრო თვითმფრინავებმა გაანადგურეს ტერორისტების გამოქვაბულები, თავშესაფრები, საწყობები და ნავთობის ობიექტები.

Sabah: „ბერძენი მინისტრი დენდიასი: თურქეთი ჩვენზე ბევრად წინ არის“

თავდაცვის მრეწველობის სფეროში მიღწეული გარღვევებითა და დიპლომატიური სვლებით თურქეთი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა ისტორიული აღიარება გააკეთა. მისი თქმით, თურქეთი ბევრად უსწრებს საბერძნეთს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები