თურქული პრესა 05.12.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2072514
თურქული პრესა 05.12.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის ხოცვა-ჟლეტამ ღაზაში დასავლეთის ნამდვილი სახე აჩვენა. ერდოღანმა თქვა: „დასავლეთის ქვეყნები უპირობო მხარდაჭერას უწევენ ისრაელს, რათა მეტი ბავშვი მოკლას“.

„ერდოღანი: ნეთანიაჰუ მილოშევიჩის მსგავსად უნდა გასამართლდეს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: ღაზას ჯალათი, ანუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ არა მხოლოდ ომის დამნაშავეა, არამედ იგი აუცილებლად უნდა გასამართლდეს, როგორც სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი მილოშევიჩი, რომელსაც სერბეთში გენოციდი და ომის დანაშაული ჰქონდა ჩადენილი.

გაზეთ „Haber Türk“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „თურქეთიდან ისრაელს გაფრთხილება“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის დაზვერვის წყაროებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო პრესაში გავრცელებულ ამბებზე დაყრდნობით, რომ ისრაელი მიზნად ისახავს ჰამასის წევრებს, რომლებიც ცხოვრობენ პალესტინის ფარგლებს გარეთ, თურქეთის ჩათვლით, ნებისმიერ არასამართლებრივ ქმედებას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) თავდაცვის ინდუსტრიის 100 საუკეთესო კომპანიის სიაში 4 თურქული კომპანია შევიდა. სიაში, Aselsan-მა 60-ე, Baykar-მა 76-ე, TUSAŞ-მა 82-ე, ხოლო Roketsan-მა 100-ე ადგილი დაიკავეს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ ტაილანდის ავიაკომპანიის, Thai Airways-ის მიერ ფრენების დაწყებით, ავიაკომპანიების ინტერესი გრძელდება სტამბულის აეროპორტის მიმართ, რომელიც ემსახურება 99-ე ავიაკომპანიას. მე-100 ავიაკომპანია, რომელმაც დაიწყო ფრენები სტამბოლის აეროპორტში ჩინური, Air China გახდა. პირველ ეტაპზე Air China განახორციელებს ორმხრივ ფრენებს პეკინიდან სტამბოლის მიმართულებით.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები