თურქული პრესა 04.12.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2072027
თურქული პრესა 04.12.2023

თურქული პრესა 04.12.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: „საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ქეჩელის კრიტიკა ისრაელის მინისტრის პოსტზე“

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ონჯუ ქეჩელი გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ელი კოენის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს და განაცხადა: „ოკუპანტი ძალის სასტიკი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურ თავდაცვად“.

Sabah: „ქურთულმუში: ისრაელმა დაბომბა საავადმყოფო პალესტინაში, მთელი მსოფლიო უყურებდა, სად არის ადამიანობა!“

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა თავის განცხადებაში გააკრიტიკა ქვეყნები, რომლებიც დუმან ისრაელის მიერ განხორციელებული ჩაგვრის წინააღმდეგ და თქვა: „ისრაელმა დაბომბა საავადმყოფო პალესტინაში. ოცდაათზე მეტი ჩვილი დაიღუპა და მთელი მსოფლიო უყურებდა. სად არის ადამიანობა?”.

Yeni Şafak: „ოპერაცია უპილოტო საფრენი აპარატებით კლანჭი-ბლოკირების რეგიონში“

PKK-ის 3 ტერორისტი, რომლებიც გუშინ ერაყის ჩრდილოეთით ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირების“ რეგიონში დააფიქსირეს, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეიარაღებული უპოლოტო საფრენი აპარატებით SİHA-ებით გაანეიტრალეს“.

Vatan: „ახალი რეკორდი საგარეო ვაჭრობაში“

ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა განაცხადა, რომ ნოემბერში საგარეო ვაჭრობამ ისტორიაში უმაღლეს დონეს მიაღწია. მინისტრმა ბოლატმა განაცხადა, რომ ნოემბერში 23,01 მილიარდი დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

Star: „თოფრაქ რაზგათლიოღლუ: ჩვენი მიზანია გავხდეთ მსოფლიო ჩემპიონი“

მოტოციკლისტმა თოფრაქ რაზგათლიოღლუმ, რომელმაც მსოფლიო სუპერბაიკის ჩემპიონატი 552 ქულით მე-2 ადგილზე დაასრულა, თქვა, რომ მიზნად ისახავს კვლავ გახდეს მსოფლიო ჩემპიონი იმ გუნდთან ერთად, რომელთანაც ახალ სეზონზე შეთანხმება გააფორმა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები