თურქული პრესა 01.12.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2071202
თურქული პრესა 01.12.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „Politico-მ პრეზიდენტი ერდოღანი 2024 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა“ და მასში ვკითხულობთ: აშშ-ში დაფუძნებულმა გამომცემლობამ Politico-მ 2024 წლის ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში, ევროპიდან 28 სახელი შეიყვანა. ამ სიაში მოხვდა პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელსაც „შუამავალი“ უწოდა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ თურქეთს გადაწყვეტილი აქვს შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლისგან სასამართლო თანამშრომლობის შესახებ, როგორც ამას აკეთებდა აქამდე. „ჩვენ ველით იგივე გულწრფელობას და მონდომებას ჩვენი თანამოსაუბრეებისგან ტერორიზმთან ბრძოლაში“, განაცხადა ილმაზ თუნჩმა.

გაზეთი „Hürriyet“-ი ომერ ბოლათის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლათმა განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკა ბოლო 13 კვარტლის განმავლობაში ინარჩუნებს ზრდის მაღალ მაჩვენებელს. 2023 წლის მესამე კვარტალ ეკონომიკა 5,9 პროცენტით გაიზარდა. „თურქეთს აქვს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა, G-20-ის და OECD-ის ქვეყნებში, რომელთა მონაცემებიც მესამე კვარტალში გამოცხადდა.“

„TOGG-ისგან სპეციალური აღჭურვილობა ინვალიდებისთვის“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ „ბარიერების გარეშე“ მართვის გამოცდილება გზებზე პერსონალიზებული მოწყობილობებით, რომლებიც დამზადებულია და ციფრულად ინტეგრირებულია თურქეთის მიერ ადგილობრივი შესაძლებლობებით დამზადებული პირველი ელექტრო ავტომობილის, TOGG-ისთვის.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ Next Generation Site-მა გამოაცხადა მსოფლიოს 50 საუკეთესო ახალგაზრდა ნიჭი 2023 წელს. განაცხადში, თურქეთის ეროვნული ფეხბურთელი არდა გიულერიც მოხვდა, რომელიც სეზონის დასაწყისში მადრიდის რეალში გადავიდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები