თურქული პრესა 28.11.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2069562
თურქული პრესა 28.11.2023

თურქული პრესა 28.11.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star: "ინტენსიური დიპლომატია ღაზისთვის"

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს ტელეფონით ესაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს ღაზის სექტორში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის დამყარების ძალისხმევა.

Hürriyet: "ქურთულმუში: ნეთანიაჰუმ და მისმა ბანდამ პასუხი უნდა აგონ"

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა აზიის საპარლამენტო ასამბლეის (APA) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დასავლეთს ურჩევნია ბრმა იყოს ღაზაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მიმართ. (ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ) ნეთანიაჰუმ და მისმა ბანდამ პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში“.

Yenişafak: "ნატოს ერთიანობის გზავნილი თურქეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში"

ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მათ თურქეთთან ერთად უნდა იმუშაონ, რათა დაიცვან თავი ისეთი ტერორისტული ორგანიზაციებისგან, როგორიცაა PKK და თქვა: „ნატო ამჟამად სწორედ ამას აკეთებს“.

Sabah: "რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ ბუნებრივი გაზის ცენტრის სამოქმედო გეგმაზე"

თრაკია აირჩიეს ენერგეტიკულ ცენტრად, რომლის განვითარებაც რუსეთსა და თურქეთს სურთ ერთობლივად. ცენტრით, რომლის დასრულება 2024 წელს იგეგმება, თურქეთი გახდება ბუნებრივი გაზის ცენტრი ქვეყანა.

Habertürk: "ინვესტიციები თურქეთში ტექნოლოგიური გიგანტებისგან"

მაშინ, როცა თურქეთი ეკონომიკასა და პოლიტიკურ სტაბილურობაში გადადგმული ნაბიჯებით საერთაშორისო პირდაპირი ინვესტიციების ყურადღების ცენტრში მოექცა, მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა, როგორებიცაა Alibaba, Amazon, Huawei, PepsiCo და სხვა, ახალი ინვესტიციები განახორციელეს. მიმდინარე წლის 9 თვეში 93 ახალი საინვესტიციო პროექტი მოვიდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები