თურქული პრესა 27.11.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2069044
თურქული პრესა 27.11.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიპლომატიური ძალისხმევის საპასუხოდ, ჰამასმა გაათავისუფლა 7 ტაილანდელი მძევალი ისრაელთან პატიმრების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში. ჰამასმა განაცხადა, რომ 7 მძევალი გაათავისუფლეს რათა უზრუნველყონ მუდმივი მშვიდობა ღაზაში.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ICC), პალესტინელების წარმომადგენელმა, ფრანგმა ადვოკატმა ჟილ დევერსმა განაცხადა, რომ თურქული პრესის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა დიდი როლი ითამაშა იმის დასამტკიცებლად, რომ ისრაელმა ღაზაში თეთრი ფოსფორის ბომბები გამოიყენა.

„თურქეთ-უნგრეთს შორის ვაჭრობის მოცულობა იზრდება“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრი მეჰმედ ფათიჰ ქაჯირი ორდღიანი ვიზიტით უნგრეთს ეწვია. მინისტრმა ქაჯირმა განაცხადა, რომ თურქეთსა და უნგრეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 4 მილიარდ დოლარს უახლოვდება და დაამატა: „ჩვენი ლიდერების მიერ დასახული მიზანია 6 მილიარდი დოლარი და ჩვენ ეტაპობრივად მივდივართ ამ მიზნისკენ“.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში განახორციელეს პროექტები, რომლებიც მსოფლიოს შურს. მინისტრმა ურალოღლუმ თქვა: „ჩვენი მოქალაქეების გამოსაყენებლად, 21 წლის განმავლობაში 3844 ახალი ხიდი ავაშენეთ და 405 ახალი გვირაბი გავხსენით“.

გაზეთ „Hürriyet“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „უღურ შაჰინმა კიბოს ვაქცინის თარიღი დაასახელა“ და მასში ვკითხულობთ: მსოფლიომ კოვიდ-19, თურქი მეცნიერის უღურ შაჰინისგან შექმნილი ვაქცინის საშუალებით მნიშვნელოვანწილად გადალახა. თურქი მეცნიერისგან ახლა კიბოს ვაქცინასთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავი მოვიდა. შაჰინმა განაცხადა, რომ პერსონალიზებული mRNA-ზე დაფუძნებული კიბოს ვაქცინები შეიძლება დამტკიცდეს 2030 წლამდე.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები