თურქული პრესა 23.11.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2067795
თურქული პრესა 23.11.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: G20-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „რაც მოხდა ღაზაში ტოლერანტობის ზღვარს გადააჭარბა. აქ ხდება ომის და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები. ჩვენ ვერასოდეს დავეთანხმებით, მშვიდობიან მოქალაქეების მიმართ ჩადენილ ამდაგვარ ქმედებებს“.

გაზეთი „Haber Türk“-ი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ღაზაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ ნათქვამია: „ჩვენ ვხედავთ შეთანხმებას ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადების შესახებ, სადაც ისრაელის ძალების თავდასხმები გრძელდება ექვს კვირაზე მეტია, როგორც პოზიტიური მოვლენა“.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჯევდეთ ილმაზის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა თქვა: „ჩვენ ამჟამად მე-11 უმსხვილესი ეკონომიკა ვართ მსყიდველობითი უნარის მიხედვით და მე-17 უმსხვილესი ეკონომიკა ნომინალური თვალსაზრისით“.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა ოდელ რენო-ბასომ განაცხადა, რომ ისინი ყოველთვის ინარჩუნებდნენ ინვესტიციებს თურქეთში და ასე გააგრძელებენ. მისივე თქმით, მათი ინვესტიციები წელს 2,5 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. რენო-ბასომ განაცხადა, რომ თურქეთი არის ქვეყანა, რომელშიც მათი ბანკი ყველაზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ ხმელთაშუა ზღვის ტურისტული სასტუმროების და ოპერატორების ასოციაციის პრეზიდენტმა ქაან ქავალოღლუმ განაცხადა, რომ ტურიზმში წინასწარი ჯავშნები 2024 წლისთვის კარგად დაიწყო და დაამატა: „პირველი ჯავშნები მოდის ბრიტანეთის ბაზრიდან, შემდეგი გერმანიიდან, ჩვენ ვხედავთ ადრეული დაჯავშნის 20 პროცენტიან ზრდას, 2023 წელთან შედარებით“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები