თურქული პრესა 01.11.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2058644
თურქული პრესა 01.11.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „ჩვენი ღაზელი ძმები 7 ოქტომბრის შემდეგ სისასტიკეს განიცდიან. ისრაელი, რომელიც აშშ-სა და ევროპის უპირობო მხარდაჭერას იღებს, დანაშაულს სჩადის კაცობრიობის წინააღმდეგ. თურქეთ-პალესტინის მეგობრობის საავადმყოფო, რომელიც საჩუქარია ჩვენი ღაზელი ძმებისთვის, ის ისრაელის ძალების ბარბაროსობის მსხვერპლი გახდა.“

„ერდოღანი: A ჰეპატიტის ვაქცინას ჩვენს ქვეყანაში იწარმოება“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: დედაქალაქ ანკარაში KeyVac-ის ვაქცინის ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „A ჰეპატიტის ვაქცინა, რომელიც ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოდის, ახლა ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო სტანდარტებით იწარმოება. ამრიგად, თურქეთი აღნიშნული ვაქცინის მწარმოებელი მე-4 ქვეყანა იქნება“.

გაზეთ „Sabah“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „ოპერაცია გმირები 28 პროვინციაში“ და მასში ვკითხულობთ: ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის ქვედანაყოფებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, „ოპერაცია გმირების“ ფარგლებში 28 პროვინციაში გაანადგურეს ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს მიერ ზამთრის თვეებში გამოსაყენებლად მომზადებული გამოქვაბულები და თავშესაფრები. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა: „ჩვენი ბრძოლა ტერორიზმთან გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო ტერორისტი არ განეიტრალება“.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტი, ტაქტიკური ბორბლებიანი ჯავშანტექნიკა Ejder Yalçın 4X4 უნგრეთში „გიდრანის“ სახელწოდებით იწარმოება.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა, რომ იუნესკოს რეკომენდაციით, უცხოელი ტურისტებისთვის აია-სოფიაში შესვლა ფასიანი იქნება. ვიზიტორთა მართვის გეგმა 2024 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები