თურქული პრესა 30.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2057520
თურქული პრესა 30.10.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „თურქეთის რესპუბლიკა 100 წლისაა“ და მასში ვკითხულობთ: რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი ენთუზიაზმით აღინიშნა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანითქაბირის სპეციალურ წიგნში ჩანაწერი გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ძვირფასო ათათურქ, ჩვენ ვცდილობდით სათანადოდ დავიცვათ თქვენი ნდობა ჩვენი 21 წლიანი მმართველობის განმავლობაში, რომლის ყოველი წამი ჩვენი ქვეყნისა და ერის სამსახურში გატარდა. როგორც ადმინისტრაციამ, რომელმაც თურქეთი თავისი ისტორიის საინვესტიციო სვლებთან ერთად გააერთიანა, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, დავაგვირგვინოთ ჩვენი რესპუბლიკის მეორე საუკუნე, თურქეთის საუკუნით. ჩვენი რესპუბლიკა ახლა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ოდესმე“

„ერდოღანის 100 წლის საიუბილეო გამოსვლა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ რესპუბლიკამ, რომელიც გამოცხადდა 1923 წლის 29 ოქტომბერს, გუშინ დაასრულა პირველი საუკუნე და დაიწყო მეორე საუკუნე, რომელსაც თურქეთის საუკუნე ეწოდა. ერდოღანმა თქვა: „ვერც ერთი იმპერიალისტური ძალა ვერ შეუშლის ხელს თურქეთის რესპუბლიკას ბედნიერი, წარმატებული და გამარჯვებული იყოს“.

„გაზეთ „Haber Türk“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „შესანიშნავი ცერემონია ბოსფორზე“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავზე ბოსფორზე 100 სამხედრო ხომალდმა TCG Anadolu-სთან ერთად გაიარა. სანამ გემები ბოსფორზე გადიოდნენ ცერემონიით, სოლო თურქისა და თურქეთის ვარსკვლავების 20 სამხედრო თვითმფრინავმა საჩვენებელი ფრენა შეასრულა ბოსფორის თავზე. მოქალაქეები ენთუზიაზმით უყურებდნენ თვალწარმტაც შოუს.

გაზეთი „Vatan“-ი ნუმან ქურთულმუშის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა თქვა: „რა თამაშიც არ უნდა ითამაშონ იმპერიალისტებმა, მსოფლიოში ახალი სამყარო და ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება, ჩვენი ერის ხელმძღვანელობით.“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა, თურქეთის რესპუბლიკის დაარსების გზაზე პალესტინელების მიერ გაღებულ მსხვერპლზე გაამახვილა ყურადღება და თქვა: „ღაზასა და პალესტინის ხალხი, რომლებიც სასტიკად კვდებიან ისრაელის დაბომბვის შედეგად მთელი მსოფლიოს თვალწინ, იბრძოდნენ ყველა იმ ფრონტზე ჩვენს წინაპრებთან ერთად, რომელმაც ჩვენი ქვეყანა, რესპუბლიკამდე მიიყვანა.“  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები