თურქული პრესა 03.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2045300
თურქული პრესა 03.10.2023

თურქული პრესა 03.10.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Habertürk "ერდოღანი: ჩვენ პრიორიტეტს მივანიჭებთ ჩვენი კაპიტალის ბაზრების გაფართოებას საბაზო დონეზე"

თურქეთის კაპიტალის ბაზრების მე-7 კონგრესისადმი გზავნილში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „როგორც ქვეყანა, რომელმაც სულ 255 მილიარდი დოლარის საერთაშორისო ინვესტიცია მოიზიდა ბოლო 21 წლის განმავლობაში, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას და პრიორიტეტს მივანიჭებთ უახლოეს პერიოდში კაპიტალის ბაზრების შემდგომ გაღრმავებას და მათ საბაზო დონეზე გავრცელებას“.

Sabah: "ევროკავშირის განცხადება თურქეთის შესახებ"

ევროკავშირმა დაადასტურა თავისი ვალდებულება თურქეთთან თანამშრომლობასა და ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობის შენარჩუნებაზე.

Yenişafak: "ერაყ-თურქეთის ნავთობსადენი ამ კვირაში ამოქმედდება"

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ ერაყ-თურქეთის ნავთობსადენი ოპერაციისთვის მზად არის და ამ კვირაში ამოქმედდება.

Star: "თურქეთი-კატარის თანამშრომლობა იზრდება"

თურქეთსა და კატარს შორის კომერციული თანამშრომლობა იზრდება. ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა განაცხადა, რომ 220 კატარულმა კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა თურქეთში და რომ „კატარის ინვესტიციებმა თურქეთში 20 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“.

Hürriyet "კიდევ 2204 ტოგი ჩაბარდა"

თურქეთის ადგილობრივი წარმოების ელექტრო ავტომობილის Togg-ის გაყიდვებში სექტემბერში 2 ათასი 204 T10X ჩააბარეს მფლობელებს, ხოლო მაისის შემდეგ მიწოდების რაოდენობამ 5 ათას 604 შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები