თურქული პრესა 23.06.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2003353
თურქული პრესა 23.06.2023

თურქული პრესა 23.06.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: ”შიმშექმა აქცენტი სტაბილურობასა და ნდობაზე გააკეთა”

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა განაცხადა, რომ „თურქული ლირის სტაბილურობა და სანდოობა ყველაზე ეფექტური გამოსავალია დოლარიზაციის უბედურებისგან თავის დასაღწევად“. შიმშექმა თქვა “’თურქეთის საუკუნის’ ძირითადი ფილოსოფია განსახიერებულია სამ კონცეფციაში: სტაბილურობა, ნდობა და მდგრადობა“.

Vatan: „ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვები გაიზარდა“

თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა ყოველკვირეული ფულადი და საბანკო სტატისტიკა. მის მიხედვით, ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვები 16 ივნისით დასრულებულ კვირაში 3 მილიარდ 18 მილიონი დოლარით გაიზარდა და 102 მილიარდ 801 მილიონი დოლარი შეადგინა.

Haber Türk: "Fitch-ის პროგნოზით, თურქეთი მომავალ წელს 3 პროცენტით გაიზრდება"

საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა განაცხადა, რომ თურქეთის ზრდის მოლოდინი წელს 2,5 პროცენტია, მომავალი წლისთვის კი 3 პროცენტი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის 3,8 პროცენტიანი ზრდის ტემპია პროგნოზირებული.

Star: "თურქეთის 2023 წლის მიზანი 60 მილიონი ტურისტია"

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ თქვა: „ჩვენ ვინარუნებთ ჩვენს მიზანს 2023 წელს 60 მილიონ ტურისტის და 56 მილიარდი დოლარი შემოსავლის მიღების შესახებ. გარდა ამისა, გვინდა 2023 წელს მიშლენის გზამკვლევს დავამატოთ კიდევ რამდენიმე მიმართულება თურქეთიდან“.

Yeni Şafak: "თურქეთმა მაგალითი მისცა სხვა ქვეყნებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში"

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TÜBİTAK) პრეზიდენტმა პროფესორმა ჰასან მანდალმა განაცხადა, რომ თურქეთის ხილვადობა გაიზარდა, განსაკუთრებით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში და რომ ევროკავშირის კომისიამ ნათლად დაინახა და დააფასა თურქეთის წარმატება და მაგალითი მისცეს სხვა ქვეყნებს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები