თურქული პრესა 22.06.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2002851
თურქული პრესა 22.06.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაზირებულმა Energy Intelligence-მა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვების შესახებ დაწერა სტატია, სადაც საუბარია 14-28 მაისის არჩევნებზე. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ თურქეთი ახორციელებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. „ერდოღანმა თავისი მმართველობის დროს ჩამოაყალიბა თურქეთის საგარეო პოლიტიკა, რომელიც დამოუკიდებელი იყო ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესებისგან და თავისი კურსი აიღო“, - ნათქვამია სტატიაში.

„თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა YPG/PKK-ს მხარდამჭერი ქვეყნები დაგმეს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: გუშინ, ასტანის მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი გაიმართა. შეხვედრის დასასრულს რუსეთმა, თურქეთმა და ირანმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა დაგმეს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში PKK/YPG-ის მხარდამჭერი ქვეყნების ქმედებები.

გაზეთი „Sabah“-ი ურალოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ თქვა: „ჩვენ მიზნად დავისახეთ 2025 წელს ჩვენი ეროვნული ჩქაროსნული მატარებელი სამგზავრო ტრანსპორტირებამდე მივიყვანოთ“.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ შაბათს, 17 ივნისს, ახალი რეკორდი დაამყარა ანტალიაში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობით. ქალაქს, 1081 თვითმფრინავით 86 ათას 278 ადამიანი ეწვია.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქეთიდან ზღვის ლოკოკინების ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 159%-ით გაიზარდა და 7 მილიონ 235 ათას 437 დოლარს მიაღწია. ყველაზე მეტი ექსპორტი სამხრეთ კორეაში განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები