თურქული პრესა 15.06.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1999864
თურქული პრესა 15.06.2023

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: "ერდოღანი: შვედეთმა უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თვითმფრინავში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა: „პირველ რიგში, შვედეთმა უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა. შვედეთმა უნდა გაანადგუროს ის, რაც ამ ტერორისტულმა ორგანიზაციამ (PKK) გააკეთა“.

Yenişafak: "აშშ-ს ელჩი თურქეთს აქებს"

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ანკარაში ჯეფრი ფლეიკმა თქვა: „თურქეთის გარდა ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ გააკონტროლებდა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს მონტრეს კონვენციის პრაქტიკაში ამოქმედებით. და ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ შეუწყობდა ხელს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას“.

Habertürk: "ეროვნული წარმოების SİHA Bayraktar TB2-ის ექსპორტი თურქეთიდან ქუვეითში"

ქუვეითიც შეიძენს ეროვნული წარმოების SİHA Bayraktar TB2-ს, რომელიც თურქეთიდან ბევრ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუვეითის სახელმწიფოსა და „ბაიკარ“-ს შორის ექსპორტთან დაკავშირებით ხელშეკრულების პროცესი წარმატებით დასრულდა.

Star:  "თურქეთის შესახებ განცხადება გერმანული TUI-დან! ‘ბევრი მოთხოვნა შემოდის,"

გერმანულმა ტურისტულმა ოპერატორმა TUI-მ განაცხადა, რომ 2023 წელს ძლიერი ზაფხულის სეზონია მოსალოდნელი. განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის დასასვენებელ ქალაქ ანტალიაზე დიდი მოთხოვნაა.

Vatan: "ურალოღლუ: ჩვენ 2023 წელს საკრუიზო გემის 299 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ"

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ, განაცხადა: „2023 წლის პირველ 5 თვეში საკრუიზო გემის 299 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები