თურქული პრესა 14.06.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1999288
თურქული პრესა 14.06.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ აზერბაიჯანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფანი ხელს შეუწყობს თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებას. ერდოღანმა თქვა: „თუ ზანგეზურის საკითხს სწრაფად მოვაგვარებთ, ეს ორ მნიშვნელოვან ნაბიჯს მოგვცემს. როგორც გზატკეცილზე, ასევე სარკინიგზო პუნქტზე გადადგმული ნაბიჯით, იღდირი-ნახიჩევანის კავშირები გაძლიერდება.“

„ალიევი: თურქეთი და აზერბაიჯანი ამიერიდან ერთიან პოზიციას გამოიჩენენ საგარეო პოლიტიკაში“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში დასძინა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ამიერიდან საერთო პოზიციას გამოიჩენენ საგარეო პოლიტიკაში. „ჩვენ ერთობლივ საქმიანობას საგარეო პოლიტიკაში, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის. თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ალიევმა.

გაზეთ „Sabah“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „გერმანელები აღფრთოვანებული დარჩნენ Togg-ის ქარხნით“ და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პირველი ადგილობრივი წარმოების ავტომობილის, Togg-ის ქარხანა მოინახულეს გერმანული მედიის წარმომადგენლებმა. გემლიქის ქარხანა, რომელიც მუშაობს როგორც სერიოზული საწარმოო ობიექტი, გერმანელების ყურადღების ცენტრში მოექცა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთის ავიახაზებმა (THY) ხელი მოაწერა შეთანხმებას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულ ავიაკომპანია Emirates-თან, რათა უზრუნველყოს ბაზის ტექნიკური მომსახურება 17, ბოინგ 777 თვითმფრინავისთვის.

გაზეთ „Haber Türk“-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა აპრილის საგარეო ვაჭრობის ინდექსები გამოაქვეყნა. შესაბამისად, ექსპორტის ერთეულის ღირებულების ინდექსი აპრილში წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 1,1 პროცენტით გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები