თურქული პრესა 13.06.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1998757
თურქული პრესა 13.06.2023

თურქული პრესა 13.06.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "ერდოღანი, ჩვენი საგზაო რუკა მშვიდობას ეფუძნება"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის საგზაო რუკა საბერძნეთთან ურთიერთობებში არის ინდექსირებული მშვიდობაზე. „ჩვენ გვინდა, რომ ეგეოსის ზღვამ თავისი გზავნილი გაუგზავნოს მსოფლიოს, როგორც მშვიდობის ზღვამ“. - განაცხადა ერდოღანმა.

Hürriyet: "ერდოღანი: ჩკთრ უნდა იყოს აღიარებული მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად"

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ კვიპროსის თურქები, რომლებიც კვიპროსის უძველესი და არსებითი ნაწილი არიან, არ არიან და არასოდეს იქნებიან კუნძულზე უმცირესობა. ერდოღანმა თქვა: „თუკი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ, ამის გზა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის აღიარებაზე გადის“.

Vatan: "თათარმა აქცენტი კვიპროსში თანაბარ სტატუსზე გააკეთა"

ჩკთრ-ის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ყოველთვის ზრუნავს ჩკთრ-ზე და ეს მათ ძალას ანიჭებს. მან თქვა, რომ კვიპროსში ორი სხვადასხვა ხალხია და დაამატა: „კუნძულზე მოლაპარაკება შეიძლება მოხდეს მხოლოდ სუვერენული თანასწორობისა და თანაბარი სტატუსის მიღების საფუძველზე“.

Yeni Şafak: "ერდოღანს გერმანული მედია აქებს"

გერმანიის სახელმწიფო არხზე პრეზიდენტ ერდოღანის ლიდერობაზე ისაუბრეს. არხის ZDF-ის მოდერატორმა, მარკუს ლანცმა განაცხადა, რომ თურქული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები (SİHA) ყველგან, მათ შორის სირიაში, ერაყში, ლიბიაში, აზერბაიჯანში, უკრაინაში დაფრინავენ, ანუ ერდოღანი ყველგან არის ჩართული.

Star: "თურქეთი რეგიონის მმართველი გახდა"

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა ვებგვერდმა Breaking Defense-მა დაწერა, რომ თურქეთი, აშშ-ის დომინანტური თავდაცვის ექსპორტიორი პოზიციებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალე დაიკავებს. სტატიაში ხაზგასმულია, რომ თურქეთი იყო ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი ყურადღება მიიპყრო მალაიზიაში, თავდაცვის გამოფენა LIMA 2023 -ზე.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები