თურქული პრესა 22.05.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1988963
თურქული პრესა 22.05.2023

თურქული პრესა 22.05.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yenişafak: "საავადმყოფო დეფნე 57 დღეში გაიხსნა "

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰათაიში დეფნეს სახელმწიფო საავადმყოფო გახსნა, რომლის „60 დღეში დასრულების“ პირობა დადო. საავადმყოფოს გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას, რომელიც 57 დღეში დასრულდა, ერდოღანმა განაცხადა, რომ პაციენტების მიღება დღეიდან დაიწყება.

Star: "თურქეთის კრიტიკა ისრაელს"

თურქეთმა დაგმო ისრაელის  რადიკალურად მემარჯვენე ეროვნული უშიშროების მინისტრის იტამარ ბენ-გვირის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში მესჯიდი ალ-აქსას დარბევა და განაცხადა, რომ „ეს პროვოკაციული და ფაშისტური ქმედებები ყოვლად მიუღებელია“.

Habertürk: "TPAO, დაიწყო ბურღვა მოწამე აიბუქე იალიჩინი-2-ის სახელობის ჭაბურღილზე"

თურქეთის ნავთობის კორპორაციამ (TPAO) განაცხადა, რომ შირნაქში ტერორისტებისგან გაწმენდილ გაბარის მთაზე მდებარე მოწამე აიბუკე იალჩინ-2-ის (ŞAY-2) სახელობის ჭაბურღილზე საბურღი სამუშაოები დაიწყო.

Hürriyet: "ხმელთაშუა ზღვაში გაზსადენი თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია"

იტალიური ენერგეტიკული კომპანიის ENI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალციმ განაცხადა, რომ წარმოუდგენელია თურქეთის გამორიცხვა ხმელთაშუა ზღვის ბუნებრივი გაზსადენის სამუშაოებიდან.

Sabah: "ნური ბილგე ჯეილანის წარმატება კანში"

ნური ბილგე ჯეილანის და TRT-ს ერთობლივი პროდუქცია ფილმი „Kuru Otlar Üstüne“ (ხმელ ბალახებზე) კანის 76-ე კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოსთვის იბრძვის 21 ფილმს შორის. ფილმის მსოფლიო პრემიერა ფესტივალზე შედგა. ჩვენების შემდეგ ფილმს ფეხზე ამდგარი აუდიტორია 11 წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები