თურქული პრესა 17.05.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1987340
თურქული პრესა 17.05.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ ვინ იქნება თურქეთის მე-13 პრეზიდენტი, ამომრჩევლები 28 მაისს საარჩევნო უბნებზე კიდევ ერთხელ მივლენ და არჩევანს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის გააკეთებენ. მრავალი საერთაშორისო ტელევიზია და გაზეთი, 2023 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად მიჩნეული თურქეთის არჩევნების შესახებ თავიანთ მაყურებლებს და მკითხველებს აწვდიან განვითარებული მოვლენების შესახებ.

„მსოფლიო თურქეთზე საუბრობს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: 14 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები კვლავ განხილვის თემაა მთელს მსოფლიოში. ამერიკულმა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა სიახლე სათაურით „რადგან არჩევნები მეორე ტურში გადავიდა, ერდოღანს აქვს უპირატესობა“.  ბრიტანული Financial Times წერს, რომ „ერდოღანი უპირატესობას ინარჩუნებს“. გერმანული ჟურნალი შპიგელი კი იუწყება, „გამოკითხვები არასწორი აღმოჩნდა. ერდოღანმა საუკეთესო შედეგი მიიღო“.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ (YSK) გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, რომელიც 28 მაისს უნა გაიმართოს, კენჭისყრის ვადა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, ირლანდიასა და ინგლისში 2 დღით იყო შემოფარგლული, 4 დღით გახანგრძლივდეს. აღნიშნულ ქვეყნებში ამომრჩეველს ხმის მიცემა 20-დან 24 მაისამდე შეეძლება.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი პრეზიდენტ ერდოღანის ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შირნაქის, ბესტლერ დერელერის რაიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციაში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. „ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ბრძოლას სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს და მისი განშტოებების წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, სანამ ბოლო ტერორისტი არ განეიტრალდება,“ ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გაგზავნილ სამძიმრის წერილში.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ ჩანაქკალეს 18 მაისის უნივერსიტეტის ათათურქისა და ჩანაქკალეს ომის კვლევების დირექტორმა დოქტორმა ბარიშ ბორლატმა და სამხედრო ისტორიის სპეციალისტმა ომერ არსლანმა გაანალიზეს 1000 საარქივო დოკუმენტი და 108 წლის შემდეგ აღმოაჩინეს კონკბაირის ბრძოლის დაკარგული მოწამეთა საფლავები. არსლანმა თქვა: „ჩვენ ვნახეთ ამ ადგილას ჩვენი მოწამეების მრავალი თავის ქალა, ძვლის ფრაგმენტი და სასაფლაოების ქვები“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები