თურქული პრესა 11.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1972759
თურქული პრესა 11.04.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი TCG Anadolu-ს ექსპლუატაციაში გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა: „ის, რომ თურქეთი ერთ-ერთია იმ 10 ქვეყანას შორის, რომელიც აპროექტებს, ავითარებს, აშენებს და აწარმოებს საკუთარ გემს, არ არის მხოლოდ სლოგანი, ეს არის საამაყო მიღწევა“.

გაზეთი „Vatan“-ი ჰულუსი აქარის, TCG Anadolu-ს შესახებ გაკეთებულ შეფასებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პირველი სადესანტო ხომალდის TCG Anadolu-ს სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში გადაცემის შესახებ ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა შეფასებები გააკეთა და აღნიშნა, რომ გემი თურქეთის სიძლიერეს შემატებს ძალას.

გაზეთი „Star“-ი მუსტაფა ვარანკის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ თურქეთის პირველი სადამკვირვებლო თანამგზავრით IMECE-ით, რომელიც წარმოებულია შიდა და ეროვნული საშუალებებით, შესაძლებელი იქნება სასურველი კადრის მიღება მთელი მსოფლიოდან. მინისტრმა ვარანკმა თქვა: „IMECE ასევე იქნება თურქული არმიის თვალი კოსმოსში“.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ სირიის ოთხმხრივი სამიტი შესაძლოა მაისის დასაწყისში მოსკოვში გაიმართოს.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ თურქული ორაგულის ექსპორტმა აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან იანვარ-მარტში 354 პროცენტიანი ზრდით 23 მილიონ 72 ათას 751 დოლარს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები