თურქული პრესა 10.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1972163
თურქული პრესა 10.04.2023

თურქული პრესა 10.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star "ერდოღანის პოსტი 'İMECE'-ს შესახებ"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ İMECE, პირველი მაღალი გარჩევადობის სადამკვირვებლო თანამგზავრი, რომელიც წარმოებულია შიდა და ეროვნული რესურსებით, კოსმოსში ორბიტაზე 11 აპრილს გაიტყორცნება.

Hürriyet "მინისტრმა დონმეზმა აღნიშნა, ბლუმბერგმა მსოფლიოს განუცხადა"

თურქეთმა შავი ზღვის გაზისთვის ათვლა დაიწყო. ამერიკულმა Bloomberg-მა გამოაქვეყნა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფათიჰ დონმეზის, განცხადება სათაურით „თურქეთი მის მიერ აღმოჩენილი გაზის მიწოდებას სახლებში მაისში აპირებს“.

Yenişafak "ისტორიული რეკორდი საავტომობილო ინდუსტრიაში"

თურქულმა საავტომობილო ინდუსტრიამ მარტში ყოველთვიურ ბაზაზე ისტორიული რეკორდი დაამყარა და 22,8 პროცენტიანი ზრდით 3,3 მილიარდი დოლარის ექსპორტს მიაღწია.

Habertürk "რეკორდი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში"

სოფლის მეურნეობის სექტორმა 8 მილიარდ 626 მილიონი დოლარით პირველი კვარტლის ყველა დროის ყველაზე მაღალ ექსპორტს მიაღწია.

Sabah "მინისტრი ერსოი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტი ფილმის ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოში აშშ-ს შემდეგ"

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ ანიმაციური ფილმის "მანნუ ჩანაქკალეშია" პრემიერაზე განაცხადა: "ჩვენი ქვეყანა კინოინდუსტრიაში ძალიან მოწინავე დონეზეა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტი ფილმის ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოში ამერიკის შემდეგ."


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები