თურქული პრესა 05.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1969977
თურქული პრესა 05.04.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) მე-14 ტრადიციულ ელჩების იფთრის პროგრამაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი ცნობილი ფრაზა, „მსოფლიო 5-ზე დიდია“ და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი წესრიგი, რომელიც კაცობრიობის ბედს 5 ქვეყნის ბაგეებს შორის ტოვებს, არ არის მდგრადი.

გაზეთი „Star“-ი ჰულუსი აქარის თავის ბერძენ კოლეგასთან შეხვედრას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი საბერძნეთის თავდაცვის მინისტრს, ნიკოლაოს პანაგიოტოპულოსს ჰათაიში შეხვდა. შეხვედრაზე აქარმა განაცხადა: „ჩვენი სურვილია, რომ ეგეოსი და ხმელთაშუა ზღვა მართლაც გახდეს მეგობრობის ზღვა“.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ ვაჭრობის მინისტრი მეჰმედ მუში აცხადებს: „მიუხედავად მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ნეგატივისა წარმოებასა და მიწოდებაში, ჩვენი ექსპორტი მარტში 4,4 პროცენტით გაიზარდა და 23,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს არის ყველა დროის ყველაზე მაღალი თვიური ექსპორტი.“

„ალიევს TOGG-ის ავტომობილი გადაეცა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქული ელექტრო ავტომობილის, TOGG-ის მიერ წარმოებულ პირველ ავტომობილებიდან ერთ-ერთი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც გადაეცა. პრეზიდენტმა ალიევმა, TOGG-ის ავტომობილის აზერბაიჯანზე გადაცემა, მეგობრული და ძმური ურთიერთობის გამოვლინებად შეაფასა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ალიევს TOGG-ის  ფლობა მიულოცა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ ხმელთაშუა ზღვის ტურისტული სასტუმროების და ოპერატორების ასოციაციის პრეზიდენტმა ქაან ქაშიფ ქავალოღლუმ განაცხადა, რომ ტურიზმში 2019 წლის მაჩვენებლები, რომელიც რეკორდული წელი იყო 3 თვის განმავლობაში, 50 პროცენტით გაიზარდა გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრების მეშვეობით.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები