თურქული პრესა 04.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1969283
თურქული პრესა 04.04.2023

თურქული პრესა 04.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "პირველი წარმოებული Togg-ი ერდოღანს გადაეცა"

Togg-მა მის მიერ წარმოებული პირველი ორი მანქანა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მეუღლეს ემინე ერდოღანს გადასცა საპრეზიდენტო კომპლექსში გამართულ ცერემონიაზე. ერდოღანმა თქვა, რომ ის იყო ერის 60-წლიანი ოცნების ახდენა.

Hürriyet: „საავტომობილო სამყაროში Togg-ის ქარი ქრის“

თურქული ავტომობილის Togg-ის 80 პროცენტი, რომელმაც 177 000 შეკვეთა მიიღო, აპლიკაციის საშუალებით გაიყიდა. ამრიგად, ჭკვიანმა მოწყობილობა Togg-მა ამას მსოფლიოში პირველმა მიაღწია. ადამიანები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გათამაშებაში წინასწარი შეკვეთის მოთხოვნის შემდეგ, უნიკალური მახასიათებლების მქონე Togg-ს მიიღებენ.

Vatan: "მნიშვნელოვანი საჩუქარი სელჩუკ ბაირაქტარისთვის"

თურქული შეიარაღებული უპილოტო თვითმფრინავების მწარმოებელი Baykar-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და ტექნოლოგიების ლიდერი სელჩუკ ბაირაქტარი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და თავდაცვის მინისტრს, არმიის გენერალს ზაქირ ჰასანოვს ეწვია ბაქოში. სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ჰასანოვმა სელჩუკ ბაირაქტარს ‘სამხედრო თანამშრომლობის მედალი“ გადასცა.

Star: „პოლიტიკო: ნატოს თურქეთი სჭირდება“

ამერიკული გაზეთი Politico წერს, რომ ნატოს თურქეთი სჭირდება. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს თურქეთის სამხედრო ძალაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ძალა აქტიურად უწყობს ხელს ალიანსის მისიებსა და ოპერაციებს. თურქეთის გეოპოლიტიკურ პოზიციაზე ხაზგასმით გაზეთი წერს: „თურქეთი აკონტროლებს ვინ გაივლის შავ ზღვაში“.

Yeni Şafak: "კანადელი ექიმი: თურქეთი უნდა იქნას გამოყენებული მაგალითად ჯანდაცვის სფეროში"

ონტარიოს სამედიცინო ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა სოჰაილ განდიმ თქვა, რომ კანადის ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მსოფლიოში მრავალი წელი თითით საჩვენებელი იყო, ღრმა კრიზისშია. განდიმ განაცხადა, რომ თურქეთმა 20 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებით დააფუძნა ჯანდაცვის ახალი სისტემა და დაამატა: „კანადამ უნდა გამოიყენოს თურქეთი, როგორც მაგალითი ჯანდაცვის სისტემაში არსებული კრიზისის დასაძლევად“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები