თურქული პრესა 03.04.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1968685
თურქული პრესა 03.04.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტრომ  კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის ეროვნულ გვარდიასთან ხელშეკრულების გაფორმება დაგმო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კვიპროსის ბერძნული მხარე გააცნობიერებს იმ ფაქტს, რომ იქ სადაც, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დედასამშობლო და გარანტორი თურქეთი იქნება, ვერასოდეს გაიშვერს ხელს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ყველა სახის ნაბიჯების გადადგმას კვიპროსელი თურქების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

გაზეთი „Vatan“-ი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ ბოლო 3 თვეში 340 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. „ჩვენმა ჯარისკაცებმა ბოლო 3 თვეში 340 ტერორისტი გაანეიტრალეს. მიუხედავად იმისა, თუ ვინ დგას მათ უკან, ვინ აწვდის იარაღს, ვერტმფრენებს, საბრძოლო მასალას თუ ფულს, სადაც არ უნდა იყოს ტერორისტი, ის არის ჩვენი სამიზნე“, განაცხადა ჰულუსი აქარმა.

„ბრიტანული მედია: Bayraktar TB2 რუსეთის უზარმაზარ სამხედრო უპირატესობას ძირს უთხრის“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: რუსეთისა და უკრაინის მიერ გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატების შედარებისას ბრიტანულმა პრესამ ყურადღება, Bayraktar TB2-ზე გაამახვილა. ბრიტანულმა პრესამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „Bayraktar TB2“-მა რუსეთის აბსოლუტური სამხედრო უპირატესობის შელახვას დაეხმარა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის,  აქქუიუ-ს (Akkuyu) ატომური ელექტროსადგურის პირველი ბლოკის საძირკველის ჩაყრიდან 5 წელი გავიდა. ამ პროცესში ჩაეყარა საძირკველი ჰესის ყველა ბლოკს და დაიწყო ათვლა პირველი აგრეგატის წელს ამოქმედებისთვის. ამისათვის კი ობიექტზე სამუშაოები განუწყვეტლივ გრძელდება.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე ანტალიაში შემოსული ტურისტების რაოდენობამ 797 ათას 920 ადამიანი შეადგინა. შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე რუსები არიან, მეორე ადგილზე გერმანელები და მესამე ბრიტანელები.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები