თურქული პრესა 31.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1967732
თურქული პრესა 31.03.2023

თურქული პრესა 31.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet "ეროვნული უშიშროების საბჭოზე ‘მიწისძვრაზე’ აქცენტი გაკეთდა"

პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ხელმძღვანელობით გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეფასდა 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ შექმნილი ვითარება და ხაზი გაესვა რეგიონში ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების მნიშვნელობას.

Yenişafak "ფინეთის ნატოში წევრობას თანხმობა"

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიაზე ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცების შესახებ კანონპროექტი მიიღეს.

Vatan "ქიზილელმას კიდევ ერთი წარმატება"

უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავი Bayraktar Kızılelma, რომელიც „ბაიკარ“-მა მთლიანად საკუთარი რესურსებით შექმნა, წარმატებით აგრძელებს ტესტებს ცაში. ასევე წარმატებით დასრულდა საშუალო სიმაღლის სისტემის საიდენტიფიკაციო ტესტი.

Star "თურქეთში პირველი რეისი დაიწყო"

Sun d'Or Airlines-მა, რომელიც ისრაელის El Al Group-ის შვილობილი კომპანიაა, განაცხადა, რომ მისი ფრენები თურქეთში 16 წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა.

Sabah "თურქეთში საზაფხულო დასვენების პაკეტების 30-40 პროცენტი რუსეთში გაიყიდა"

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია (ATOR) იტყობინება, რომ რუსულმა ტუროპერატორებმა გაყიდეს თურქეთში საზაფხულო დასვენების პაკეტების 30-40 პროცენტი ადრეული დაჯავშნის კამპანიის ფარგლებში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები