თურქული პრესა 30.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1967133
თურქული პრესა 30.03.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „არის რაღაცეები, რასაც ჩვენ ველოდებით, სანამ არ შესრულდება, ჩვენგან დადებით პასუხს ნუ ელიან“. ცნობისათვის, გასული წლის 28 ივნისს, მადრიდში, ნატოს სამიტზე შვედეთის და ფინეთის მხრიდან ალიანსში გაწევრიანების სურვილს ანკარამ ვეტო დაადო. მიზეზი, ამ ქვეყნების მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციებზე ღია მხარდაჭერა გახლდათ.

„უნგრეთს ‘ტანაპის’ ბუნებრივი აირი“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მზად არიან აზერბაიჯანთან ერთად ყველანაირი მხარდაჭერა გაუწიონ უნგრეთს, ტრანს-ანატოლიური მილსადენიდან (TANAP) ბუნებრივი აირის მიწოდებისათვის.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ გამოცხადდა 20 ათასი ნამდვილი და 20 ათასი სათადარიგო გამარჯვებულის სია, რომლებმაც მოიპოვეს პირველი თურქული ავტომობილის  Togg-ის T10X მოდელის ფლობის უფლება. T10X მოდელი 2023 წელს 20 ათას იღბლიან ადამიანს გადაეცემა. თავის მხრივ, Togg-ს დიდი გამოხმაურება მოჰყვა გერმანულ პრესაში. გერმანულმა გაზეთმა FAZ-მა დაწერა, რომ თურქულ Tesla, Togg-ზე დიდი მოთხოვნაა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ საუკუნის სტიქიის შედეგად დანგრეული ან სერიოზულად დაზიანებული სახლების დიდი სისწრაფით აღდგენა გრძელდება. გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს კოორდინაციით გაზიანთეფის ნურდაღის რაიონის 7 სოფელში აშენებული სახლების დასრულებამდე დღეები რჩება.

გაზეთ „Yeni Şafak“-ის მიხედვით, თურქეთსა და ერაყს შორის გასულ კვირაში გაფორმებულ „ანკარას დეკლარაციაში“, რომელიც მოიცავს განვითარების გზას (მშრალი არხი), იქნება ახალი ალტერნატივა მსოფლიო სავაჭრო გზაზე. მარშრუტი ინდოეთის ოკეანიდან სპარსეთის ყურეში შემოსულ საქონელს ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის გავლით გადაიტანს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები