თურქული პრესა 29.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1966487
თურქული პრესა 29.03.2023

თურქული პრესა 29.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: ამერიკული მედია: თურქეთმა რეკორდი მოხსნა

თურქეთის სწრაფად მზარდი თავდაცვის ინდუსტრია აგრძელებს მსოფლიოს ყურადღების მიქცევას. ამერიკულ მაუწყებელ CNBC-ში გამოქვეყნებულ ანალიზში ყურადღება გაამახვილებულია თურქეთის საექსპორტო რეკორდზე და აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოცწლიანმა პროექტმა, რომელშიც ის აგრძელებს ძლიერ სახელმწიფო ინვესტიციებს ადგილობრივ კომპანიებში, ნაყოფი გამოიღო“.

Sabah: HÜRJET-ი ამბიციურად მოდის

თურქეთის პირველი რეაქტიული თვითმფრინავი HÜRJET-ი უმოკლეს დროში ცაში აფრინდება. თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს პრეზიდენტმა, ისმაილ დემირმა, HÜRJET-ის ანგარში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ HÜRJET-ისთვის რამდენიმე საცდელი ფრენა დარჩა.

Yeni Şafak: თურქეთმა მართვადი რაკეტა გაუშვა უპილოტო საზღვაო მანქანა MARLİN-იდან

ფრთოსანი რაკეტა KUZGUN-ი გასროლილი იქნა თურქული წარმოების უპილოტო საზღვაო მანქანიდან MARLİN. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მართვადი საბრძოლო მასალა გაისროლეს SİDA-დან (შეიარაღებული უპილოტო საზღვაო მანქანა).

Haber Türk: თურქეთის თაფლის ექსპორტმა 2 თვის განმავლობაში 6,5 მილიონი დოლარი შეადგინა

თურქეთიდან თაფლის ექსპორტმა იანვარ-თებერვალში 6 მილიონ 485 ათას 105 დოლარს მიაღწია. ყველაზე მეტი თაფლის ექსპორტი აშშ-ში, ისრაელსა და გერმანია მოხდა.

Star: თურქეთის შესახებ განცხადება მეზობლიდან

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებში, კოსტას ფრანგოიანისმა, განაცხადა, რომ პროგრესი მიღწეულია თანამშრომლობის მიმართულებით თურქეთსა და საბერძნეთს შორის „პოზიტიური დღის წესრიგის“ ფარგლებში.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრეს

მსგავსი ინფორმაციები