თურქული პრესა 27.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1965253
თურქული პრესა 27.03.2023

თურქული პრესა 27.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star: „ერდოღანი: ჩვენი მიზანია მიწისძვრის ზონის ერთ წელიწადში აღორძინება“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: "ჩვენი მიზანია ავაშენოთ 319 ათასი სახლი თავისი ინფრასტრუქტურით, სოციალური და კომერციული ერთეულებით, სულ 650 ათასი შენობა 1 წელიწადში, რათა ავაღორძინოთ მიწისძვრის ზონა".

Haber Türk: "ერდოღანის ერთიანობისა და სოლიდარობის გზავნილი"

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო მიწისძვრის დროს კიდევ ერთხელ დაინახეს, თუ რამდენად ძლიერია ერის ერთიანობის, სოლიდარობისა და ძმობის თვისებები. „მეგობარი და მოძმე ქვეყნების თაოსნობით, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ საერთაშორისო დახმარებას“. - თქვა პრეზიდენტმა.

Hürriyet: „მინისტრი ქურუმი: ჩვენ შევქმნით ახალი ურბანიზმის ეპოსს“

გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა მურათ ქურუმმა განაცხადა: „მიწისძვრის რეგიონში ამ დროისთვის 53 ათას 830 სახლის მშენებლობა დავიწყეთ. მათგან 22 ათას 467-ს საძირკველი ჩავუყარეთ. ჩვენ დავწერთ ახალ ურბანიზმის ეპოსს 11 პროვინციაში ჩვენი აღორძინებისა და მშენებლობის პროცესით“.

Yeni Şafak: "ჩავუშოღლუმ და გუტერეშმა ტელეფონით ისაუბრეს"

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს ტელეფონით ესაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩავუშოღლუმ და გუტერეშმა „ნულოვანი ნარჩენების“ ინიციატივა და სტამბოლის მარცვლეულის შეთანხმება განიხილეს.

Vatan: "რელიგიის საკითხთა ხელმძღვანელის მოწოდება დანიელებს"

რელიგიის საკითხთა სამმართველოს ხელმძღვანელმა ალი ერბაშმა დანიელებს დანიაში ყურანისა და თურქეთის დროშაზე თავდასხმასთან დაკავშირებით მიმართა: „დანიელებო; ყურანის წყალობით ბევრმა ადამიანმა თავი დაანება ბოროტებას და გახდა კეთილი. თურქეთის დროშამაც ფერი მის გამო დაღუპულთა სისხლიდან მიიღო. მობრძანდით, წაიკითხეთ ყურანი და გაიცანით თურქეთის დროშა და ყველაზე დიდი პასუხი გაეცით თქვენს შორის ბოროტებს“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები