თურქული პრესა 09.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1956899
თურქული პრესა 09.03.2023

თურქული პრესა 09.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Star: "გაერო: ახლა ჩვენი ჯერია ვიყოთ გულუხვები"

სანამ ევროკავშირი ემზადება თურქეთის დონორთა კონფერენციისთვის, რომელიც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 16 მარტს გაიმართება, მოწოდება გააკეთა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა და აღნიშნა: „ახლა დროა ვაჩვენოთ მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთის ის გულუხვობა, რომელიც  მან სირიელების მიმართ გამოიჩინა“.

Sabah: "გაერო: თურქეთმა ამ მოკლე დროში დიდი სამუშაო გააკეთა"

გაეროს კატასტროფების შეფასების და კოორდინაციის ჯგუფმა (UNDAC), რომელიც ეწვია დროებით საკონტეინერო ქალაქს, სადაც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები იცხოვრებენ საუკუნის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადიამანში, შეაფასა კონტეინერების ქალაქი, როგორც „6 დღეში შესრულებული დიდი სამუშაო“. ადიამანში შეიქმნა სრულად აღჭურვილი ქალაქი 500 კონტეინერით. მიზანია ერთი თვის განმავლობაში კონტეინერების რაოდენობა 1817-მდე გაიზარდოს.

Hürriyet: "ფინეთისა და შვედეთის განცხადებები უნდა გადაიზარდოს კონკრეტულ ნაბიჯებში"

შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესებზე საუბრისას (თურქული) დიპლომატიური წყაროები ამბობენ, რომ „ზოგიერთ კანონში ცვლილებები და განმარტებები კონკრეტულ ნაბიჯებად უნდა იქცეს“. ორივე ქვეყნისგან ტერორიზმის დაფინანსების, პროპაგანდისა და ტერორისტული საქმიანობის ჩათვლით, ყველაფერი ამის თავიდან ასაცილებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან.

Haber Türk: "რეკორდი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში"

თურქეთის სოფლის მეურნეობის სექტორმა ყველა დროის ყველაზე მაღალი ექსპორტი იანვარ-თებერვალში 5 მილიარდ 434 მილიონი დოლარით განახორციელა. სოფლის მეურნეობის ექსპორტმა, რომელიც წლის პირველ 2 თვეში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,7 პროცენტით გაიზარდა, თურქეთის მთლიან საექსპორტო გაყიდვებში 16,2 პროცენტი მიიღო.

Yeni Şafak: "TOGG-მდე რამდენიმე დღე დარჩა"

თურქეთის პირველი ადგილობრივი ელექტრომობილის Togg-ის პრეზენტაციაზე გამოცხადდა, რომ პირველი მიწოდება მარტის ბოლოს განხორციელდება. Togg C-SUV გაყიდვაში, სავარაუდოდ, ამ თვეში გამოვა და თვის ბოლომდე გზებზე იქნება. TOGG-ის წინასწარი შეკვეთის პროცესი მალე ამოქმედდება TOGG-ის ოფიციალურ ვებსაიტზე და Trumore-ის მობილურ აპლიკაციაზე.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები