თურქული პრესა 08.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1956318
თურქული პრესა 08.03.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი შეხვდა კორეის კატასტროფების დახმარების ჯგუფს, რომელიც  6 თებერვალს ქაჰამანმარაშში მომხდარ მიწისძვრის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას. პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლიმ შეხვედრაზე განაცხადა: „ჩვენი თანამშრომლობა იქნება სიმბოლო, რომელიც აჩვენებს, რომ ორი ქვეყანა ნამდვილი მოძმე ქვეყანაა“.

გაერო: „თურქეთში მიწისძვრების შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა განაცხადა, რომ თურქეთში მიწისძვრების შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიარდ დოლარს აღემატება.

გაზეთ „Hürriyet“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „Kızılelma აშშ-ს მედიაში“ და მასში ვკითხულობთ: კომპანია Baykar-ის მიერ შემუშავებული თურქეთის პირველი უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავი Kızılelma, რომლის მეორე ტესტირება 23 იანვარს წარმატებით დასრულდა, ამერიკულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Business Insider-მა განაცხადა, რომ Kızılelma შეიძლება გახდეს თურქეთის განვითარებადი თვითმფრინავების ინდუსტრიის „მაღალი წერტილი“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრებით დაზარალებულ პროვინციებში წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეფერხების მიუხედავად, ინდუსტრიის 5 სექტორმა (ტყავის და ტყავის ნაწარმი, ავტომობილების მრეწველობა, ელექტროენერგია და ელექტრონიკა, სამკაულები, კონდიცირების ინდუსტრია) ყველა დროის ყველაზე მაღალი ექსპორტი იანვარ-თებერვალში განახორციელა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ სტამბულის აეროპორტი დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტებს შორის მგზავრთა გამოცდილების გამოკითხვით, რომელიც ჩატარდა საერთაშორისო აეროპორტების საბჭოს (ACI World) და ტურისტული ტექნოლოგიების კომპანია Amadeus-ის მიერ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები