თურქული პრესა 03.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1954119
თურქული პრესა 03.03.2023

თურქული პრესა 03.03.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yeni Şafak: „ჩავუშოღლუს ყოვლისმომცველი რეფორმის გზავნილი G20-ზე“

გუშინ ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გამართულ G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ გაეროს ინსტიტუტებს, როგორიცაა უშიშროების საბჭო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს სჭირდებოდათ ყოვლისმომცველი რეფორმა.

Vatan: „G20-ის შეხვედრა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო“

G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გაიმართა გუშინ, 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო“.

Hürriyet: „მინისტრი აქარი ხორვატ კოლეგას, ბანოზიჩს შეხვდა“

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ გუშინ ხორვატიის თავდაცვის მინისტრ მარიო ბანოზიჩთან შეხვედრაზე თურქეთსა და ხორვატიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ერთმანეთს ინფორმაცია გაუცვალეს.

Sabah: „ანტალია კვლავ ლიდერია ტურიზმში“

1 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრ, ანტალიაში, საჰაერო გზით ჩასული ტურისტების რაოდენობამ 450 ათას 283 შეადგინა. ეს მაჩვენებელი ისტორიაში შევიდა, როგორც ტურიზმის ყველა დროის საუკეთესო დასაწყისი.

Star: „ისრაელმა თურქეთს მიანიჭა უპირატესობა“

მაშინ, როცა თურქეთის მინის ჭურჭლის ექსპორტმა ისრაელში 400 მილიონ დოლარს მიაღწია, თურქული კომპანიების წარმომადგენლები ისრაელში წავიდნენ ამ მაჩვენებლის გასაზრდელად და ახალი მომხმარებლების შესაძენად.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები