თურქული პრესა 28.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1952341
თურქული პრესა 28.02.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ მიწისძვრით დაზარალებულ პროვინციებიდან ადიამანში ჩავიდა, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა: „მსოფლიოში არ ყოფილა ქვეყანა, რომელსაც ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიური უბედურება დაატყდა თავს და ასე მოკლე დროში ფეხზე წამოდგომა შესძლო“.

გაზეთი „Haber Türk“-ი მევლუთ ჩავუშოღლუს, სამეჰ შუქრისთან შეხვედრას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გუშინ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს სამეჰ შუქრის შეხვდა. მინისტრმა ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთსა და ეგვიპტეს შორის ურთიერთობების განვითარება ორივე მხარის ინტერესებშია.

„თურქი ხალხის ძალაზე მსოფლიო საუბრობს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: გუშინ მალათიაში მომხდარი კიდევ ერთი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთი კიდევ ერთხელ მოხდა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. მრავალმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თურქეთი ახალმა მიწისძვრამ შეძრა. მათ განაცხადეს, რომ თურქ ხალხს იმედი არ დაუკარგავს, მიუხედავად ამ მასშტაბის კატასტროფისა და ნგრევებისა.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს გუშინ, 52-ე სხდომა, 6 თებერვალს, ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრის გამო თურქეთსა და სირიაში დაღუპულთათვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა (TÜİK) განაცხადა, რომ 2023 წლის იანვარში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,3-ით გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები