თურქული პრესა 27.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1951735
თურქული პრესა 27.02.2023

თურქული პრესა 27.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Sabah: "მისი სიტყვები მსოფლიო დღის წესრიგში ჩადგა"

მაღალჩინოსანმა დევიდ ბიზლიმ,  რომელიც თურქეთში გაეროს წარმომადგენლის რანგში ჩავიდა, ჰათაის ანტაკიის რაიონში მომხდარი ნგრევა სიტყვა „აპოკალიფსით“ შეაჯამა. მან ისაუბრა იმაზე, თუ რა ნახა და თქვა: „შეუძლებელია ამ განადგურების მასშტაბების გაგება“.

Hürriyet: "ანტაკიის შესახებ გზავნილი NASA-სგან"

აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) გამოაქვეყნა სურათები, რომლებიც ასახავს 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზარალს. NASA-მ ანტაკიის მიწისძვრამდელი და მის შემდგომი 4 და 8 თებერვალს გადაღებული ინფრაწითელი სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რითაც ნათლად წარმოაჩინა რეგიონში მომხდარი ცვლილებები.

Star: "ბერძენი დეპუტატის რეაქცია მიწისძვრის შემდგომ "12 მილის" ოპორტუნიზმზე"

ბერძენი დეპუტატი დორა ბაკოიანი მწვავედ გამოეხმაურა მათ, ვინც თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ „12 მილის“ ოპორტუნიზმით იყო დაკავებული. ბაკოიანმა განაცხადა, რომ თურქეთთან თანამშრომლობა ეგეოსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში შესაძლებელია და რომ არ არის საბერძნეთის ტერიტორიული წყლები 12 მილამდე გაზრდის დრო.

Yenişafak: "ჩვენ ვგმობთ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადნილ ამ დანაშაულს, რომელიც ისტორიის შავი ლაქაა"

ხოჯალის ხოცვა-ჟლეტის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „გმობენ ამ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც შავი ლაქა“. სამძიმრის წერილში ნათქვამია: "ჩვენ კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებთ აზერბაიჯანის მოსახლეობას".

Habertürk "ეროვნული ნაკრების მოჭიდავემ თაჰა აქგულმა ეგვიპტეში ოქროს მედალი მოიპოვა"

ეროვნული ნაკრების მოჭიდავემ თაჰა აქგულმა ეგვიპტეში გამართულ იბრაჰიმ მუსტაფას სახელობის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში ქულები ჩაირიცხა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები