თურქული პრესა 24.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1950793
თურქული პრესა 24.02.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა მურატ ქურუმმა განაცხადა, რომ ქაჰამანმარაშში მიწისძვრის შედეგად 164 321 შენობა ძლიერ დაზიანდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში აშენდება მუდმივი საცხოვრებელი სახლები. მინისტრმა ქურუმმა განაცხადა: „ჩვენს მეცნიერებთან ერთად ვმუშაობთ 200 ათასი საცხოვრებელი სახლის პროექტზე“.

„მიწისძვრის ზონებში კონტეინერები იდგმება“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) განცხადებით, ქაჰამანმარაშში და ჰათაიში მიწისძვრებით დაზარალებულ პროვინციებში 329 ათას 382 კარვის დამონტაჟება დასრულდა და პირველ ეტაპზე რეგიონში 100 ათასი კონტეინერის მონტაჟი დაიწყო.

გაზეთ „Haber Türk“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „დახმარების მოწოდება კეიტ უინსლეტისგან“ და მასში ვკითხულობთ: ოსკაროსანმა ბრიტანელმა მსახიობმა კეიტ უინსლეტმა ქაჰრამანმარაშის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც 11 პროვინცია დააზარალა, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის შესაბამისი ზომები მიიღო. ბრიტანელმა მსახიობმა სოციალური მედიის ანგარიშით, თავის თაყვანისმცემლებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის დახმარება ამ სიტყვებით: „გთხოვთ, მიეცით რამდენიც შეგიძლიათ“, სთხოვა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ სპორტული საზოგადოება, რომელიც გაერთიანდება ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის და კლუბების ასოციაციის ფონდის ხელმძღვანელობით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ერთობლივ შემოწირულობის კამპანიას განახორციელებს. შემოწირულობის კამპანია, რომელიც ოთხშაბათს, 1 მარტს გაიმართება, ერთობლივად გადაიცემა სპორტული არხებით.

გაზეთ „Sabah“-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთი 9%-დან 8,50%-მდე შეამცირა. ცენტრალურმა ბანკმა შეამცირა საპროცენტო განაკვეთები 50 საბაზისო პუნქტით და იწინასწარმეტყველა, რომ ქაჰამანმარაშის მიწისძვრა, რომელიც შეფასდა „საუკუნის კატასტროფად“, არ მოახდენს გრძელვადიან გავლენას ეკონომიკაზე.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები