თურქული პრესა 22.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1949646
თურქული პრესა 22.02.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის ზონებიდან ოსმანიესა და გაზიანთეფში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ მათ ყველა საშუალება გამოიყენეს და დაამატა: „ჩვენი მიზანი 1 წლის განმავლობაში ჩვენი სოფლების და ქალაქების აღორძინებაა. ისევე, როგორც ავაშენეთ და აღვადგინეთ იზმირის მიწისძვრის დროს, ის ძალა ახლა ჩვენს მთავრობას გააჩნია, რომ უმოკლეს ხანაში აღადგინოს 11 პროვინცია, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაზარალდნენ. ჩვენ სწრაფად გადავლახავთ ამ სირთულეებს“.

გაზეთი „Haber Türk“-ი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ „საუკუნის კატასტროფის“ შემდეგ სირიიდან თურქეთში ლტოლვილების შემოდინების შესახებ პრეტენზიები სიმართლეს არ შეესაბამება და თქვა, რომ პირიქით, სირიელი მოქალაქეები თურქეთიდან სირიაში ბრუნდებიან რა, ამ მაჩვენებელმა 20 ათასს გადააჭარბა.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მეტი წვლილი შეიტანონ თურქეთისა და სირიისთვის მიწისძვრების შემდეგ დაწყებული დახმარების კამპანიაში.

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, თურქეთის ნავთობის კორპორაციას (TPAO) ნავთობის მოპოვების ლიცენზია მიენიჭა 15 ადგილზე მათ შორის დიარბაქირში, შანლიურფაში, ბინგოლში, ელაზიღში, ანტალიაში, ადიამანში, გაზიანთეფში, ქილისში და ქაჰრამანმარაში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები