თურქული პრესა 16.02.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1947034
თურქული პრესა 16.02.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთი, „საუკუნის კატასტროფასთან“ დაკავშირებით გაერთიანდა. სატელევიზიო არხების ერთობლივ პირდაპირ ეთერში ორგანიზებულ კამპანიაში, „ერთიანი თურქეთი“, 115 მილიარდ ლირაზე მეტი დახმარება შეგროვდა მიწისძვრით დაზარალებულებისთვის.

„შემოწირულობის რეკორდი“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: მაშინ, როდესაც თურქეთი „საუკუნის კატასტროფით“ მიყენებული ჭრილობების მოშუშებას ცდილობს, სატელევიზიო არხების ერთობლივ საქველმოქმედო გადაცემაში რეკორდული რაოდენობის დახმარება შეგროვდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხელოვანებმა, ბიზნესმენებმა, სპორტული სამყაროს წარმომადგენლებმა და სხვებმა. ყველაზე დიდი შემოწირულობა ცენტრალურმა ბანკმა 30 მილიარდი ლირით გაიღო. შემოწირულობის თანხამ; 115 მილიარდ 146 მილიონ 528 ათასი ლირა შეადგინა. გაგზავნილი SMS-ების რაოდენობამ კი 9 მილიონ 10 ათასს მიაღწია.

გაზეთ „Sabah“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „პირველი ბინების მშენებლობა მარტში დაიწყება“ და მასში ვკითხულობთ: მიუხედავად იმისა, რომ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მიწისძვრებს ქაჰრამანმარაშში, ათასობით სახლი და სამუშაო ადგილი გამოუსადეგარი გახდა. სტიქიის შემდეგ, რომელსაც მსოფლიო „საუკუნის სტიქიას“ უწოდებს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დავალებით რეგიონში ახალი ბინების მშენებლობა მარტში დაიწყება.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ, სამაშველო გუნდები მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ მიწისძვრის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში. უკრაინის სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე სილაევმა, თქვა: „ეს არის ყველაფერი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება იმ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, რომელიც თურქეთმა გაგვიწია რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში, უბრალოდ მცირედი მადლობა“.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ანკარაში გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ განაცხადა:  „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს სოლიდარობა. სამხრეთ კავკასიაში ნორმალიზაციის პროცესი გრძელდება“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები